"პოლაროიდის" მიერ შექმნილი პრინტერით iPhone-იდან ფოტოების დაბეჭდვა შეგიძლიათ | Allnews.Ge

"პოლაროიდის" მიერ შექმნილი პრინტერით iPhone-იდან ფოტოების დაბეჭდვა შეგიძლიათ

სმარტფონების შესაძლებლობებიდან გამომდინარე ადამიანების უმეტესობა ხშირ შემთხვევაში ფილმის საყურებლადაც კი აღარ იყენებს კომპიუტერს. აღარაფერს ვამბობ ისეთ ოპერაციებზე, რომლებიც ფოტოს გადაღებასა და ინფორმაციის მოპოვებას გულისხმობს. ყველაფერი პორტატული გახდა, ტელეფონის დასატენადაც კი აღარ გვჭირდება ერთ ადგილას გაჩერება.

აქედან გამომდინარე ადამიანები კიდევ უფრო მეტად გახდნენ დამოკიდებულები საკუთარ მოწყობილობებზე. სხვადასხვა კომპანიები კი ინოვაციების შექმნით ხელს უწყობენ ამ დამოკიდებულების გაზრდას. ამის ნათელი მაგალითი iPhone-ისთვის შექმნილი ფოტოპრინტერია, რომელიც უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით ფოტომოყვარულებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. არჩევანი საკმაოდ დიდია, ერთმანეთის მიყოლებით ისეთმა მსხვილმა კომპანიებმა შექმნეს iPhone ფოტოპრინტერი, როგორებიც პოლაროიდი, კოდაკი და HP-ია. თითოეული მათგანის შესაძლებლობები განსხვავებულია, ზოგიერთი ფოტო პრინტერი ბლუთუზის საშუალებით მუშაობს, მაშინ როდესაც ნაწილს WIFI სჭირდება. არჩევანი თავად მომხმარებელზეა.

myquiz