რა ინფორმაცია ინახება ჩვენი აქტივობების შესახებ Google-ში და როგორ შეიძლება მისი წაშლა? | Allnews.Ge

რა ინფორმაცია ინახება ჩვენი აქტივობების შესახებ Google-ში და როგორ შეიძლება მისი წაშლა?

Google-მ ძალიან ბევრი რაღაც იცის და როდესაც ამას ვამბობთ მხოლოდ ზოგად ინფორმაციას არ ვგულისხმობთ. საძიებო სისტემის ეს გიგანტი საკმაოდ დიდი რაოდენობის ინფორმაციას თითოეულ ჩვენგანზეც ინახავს.

როდესაც ინგლისელი მწერალი ჯორჯ ორუელი 1984-ზე მუშაობდა, ფიქრობდა, რომ დიდი ძმის ყოვლისმომცველი გავლენა პოლიციისა და წამების გზით დამყარდებოდა. მაშინ როდესაც ნოველის ბევრმა ასპექტმა განხორციელება დღევანდელ რეალობაში ჰპოვა, ერთი რამ მაინც ყურადღებისმიღმა დარჩა მწერალს. მას არც კი უვარაუდია, რომ კაცობრიობა საკუთარი სურვილით და თანაც ხალისით გასააჯაროვებდა მსგავსი რაოდენობის პერსონალურ ინფორმაციას.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ Google-ი ერთადერთი კომპანია არ არის, რომელიც საკუთარი მომხმარებლის შესახებ ინფორმაციას აგროვებს, ის ერთადერთი არ არის, ვისაც ჩვენ თავისუფალ წვდომას ვაძლევთ დემოგრაფიაზე ბრაუზერის ისტორიასა და პირად ინტიმურ მიმოწერაზეც კი.

თუ გსურთ რომ Google თქვენზე მხოლოდ პირველადი საჭიროების ინფორმაციას ფლობდეს და არც ერთი მისხალით მეტს, ჩვენი რჩვეები უნდა გაითვალისწინოთ.

Google აგროვებს მონაცემებს თქვენი გადაადგილების შესახებ და როგორც ცნობილია მას თქვენი ხმის ჩანაწერებიც ექნება თუ მის ხმოვან საძიებო სისტემას იყენებთ. თქვენ შესახებ არსებული მსგავსი ინფორმაციის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ საიტს: myactivity.google.com/myactivity.

იმისთვის რომ ჩვენი აქტივობის შესახებ ინფორმაცია წავშალოთ, უნდა ვეწვიოთ Google-ის My activity-ის სექციას.

მარცხენა მხარეს არსებულ მენიუში უნდა მოვძებნოთ Activity Controls და დავაკლიკოთ.

ახალ ფანჯარაში Web and App-ის ქვემოთ უნდა მოვძებნოთ Manage Activity და დავაკლიკოთ,

ამის შემდეგ თქვენ დაინახავთ თქვენს ყველა აქტივობას ქრონოლოგიურად, თქვენ შეძლებთ მონიშნოთ არასასურველი ინფორმაცია და წაშალოთ.

ყველა აქტივობის წასაშლელად:

Google-ის My Activity-ის სექციაში უნდა შეხვიდეთ და მარჯვენა ზედა კუთხეში ლურჯ ველში სამი წერტილით მონიშნულ მენიუს დააკლიკოთ.

ჩამოშლილ ფანჯარაში Delete activity by უნდა აირჩიო.

ახალ ფანჯარაში კი სადაც წერია Delete by date, უნდა მონიშნოთ ყველა დრო ('all time'), შემდეგ დააწვეთ წაშლას და თქვენი აქტივობები გაქრება.

როგორ ვაიძულოთ Google რომ აღნიშნული მონაცემები აღარ შეაგროვოს?

ამისთვის Google-ის My Activity-ის სექციაში უნდა შეხვიდეთ, მარცხენა მხარეს არსებულ მენიუში კვლავ აირჩიოთ Activity Controls და დააკლიკოთ.

ახალ ფანჯარაში Web and App-ის ველში მარჯვენა მხარეს დაინახავთ ცისფერ ბურთს,

რომლის მარჯვნიდან მარცხნივ გამოწევის შემთხვევაში საძიებო სისტემა თქვენი აქტივობების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას შეწყვეტს.

myquiz