თბილისის მერია, ფილარმონია, ეროვნულ სტადიონი - კიდევ სად მოეწყობა მრავალსართულიანი პარკინგი | Allnews.Ge

თბილისის მერია, ფილარმონია, ეროვნულ სტადიონი - კიდევ სად მოეწყობა მრავალსართულიანი პარკინგი

თბილისის მერიასთან, ფილარმონიასთან, ეროვნულ სტადიონთან და კიდევ შვიდ ადგილზე, დედაქალაქში მრავალსართულიანი პარკინგის მოსაწყობად მერია ტენდერს უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს, - ამის შესახებთბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა.

ნარმანიას თქმით, კომერციული თვალსაზრისით მიმზიდველი კონკრეტული ადგილები შეარჩიეს. ამჟამად სატენდერო დოკუმენტაცია მზადდება, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება.

"მრავალსართულიანი პარკინგების მოსაწყობად ტექნიკურ დოკუმენტაციაზე მუშობა დასრულებულია და თბილისის მერიამ ეს დოკუმენტაცია უკვე ჩაიბარა. მოხდა კონკრეტული ადგილების შერჩევა. ეს ადგილები კომერციული თვალსაზრისით შესწავლილია და ათივე ადგილი არის მიმზიდველი. ამჟამად მიმდიანრეობს სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერმა 10 შერჩეული ადგილიდან სამი დაასახელა. კერძოდ, თბილისის მერიასთან, ფილარმონიასთან და ეროვნულ სტადიონთან მრავალსართულიანი პარკინგები მოეწყობა.

myquiz