2035 წელს ღარიბი ქვეყნები აღარ იარსებებს - ბილ გეითსის მომავლის ხედვები | Allnews.Ge

2035 წელს ღარიბი ქვეყნები აღარ იარსებებს - ბილ გეითსის მომავლის ხედვები

"21-ე საუკუნის ნოსტრადამუსს", ბილ გეითსს, არაერთხელ გამოუთქვამს საკუთარი პროგნოზები მსოფლიო ტენდენციებთან, სოციალურ ცვლილებებთან და ტექნოლოგიურ მიღწევებთან დაკავშირებით. წინა პროგნოზებში მან თითქმის წინასწარმეტყველის სიზუსტე გამოავლინა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, გეითსი საკუთარ ინტერვიუებსა და ყოველწლიურ მიმართვებში პროგნოზების კეთებას განაგრძობს. წარმოგიდგენთ მის 5 უახლეს "წინასწარმეტყველებას".

მომავალი 15 წლის განმავლობაში, პათოგენის გამო, ერთ წელიწადში 33 მილიონი ადამიანი დაიღუპება

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გეითსმა განაცხადა, რომ "ეპიდემიოლოგიების აზრით, ჰაერში სწრაფად მოძრავ პათოგენს ერთ წელიწადში 30 მილიონზე მეტი ადამიანის განადგურება შეუძლია". ეს შეიძლება მოხდეს მუტაციის, ავარიის ან ტერორიზმის გამო. ახლა ეს პროგნოზი ძალიან უცნაურად გამოიყურება, თუმცა, მსგავსი მოვლენები არაერთხელ მომხდარა წარსულში - ამის ყველაზე ნათელი მაგალითი "შავი ჭირია", რომელმაც ევროპის მესამედი გაანადგურა. 100 წლის წინ, ესპანური გრიპისგან 50-100 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

საკვების წარმოების საკითხში, აფრიკა მთლიანად დამოუკიდებელი გახდება

გეითსის აზრით, ამ მიზანს აფრიკა რიგი სტრუქტურული ცვლილებების ხარჯზე მიაღწევს: პირველ რიგში, უკეთესი სასუქები და კულტურები საუკეთესო საკვების შექმნას გამოიწვევს, რაც ნაყოფიერებას გაზრდის. ასევე, ინფრასტრუქტურის განვითარება, ავტომაგისტრალების გაფართოება, საკონტროლო-გამშვები პუნქტების გაუქმება, საკვებისა და სხვა საქონლის მიწოდების პროცესში შეფერხებების რიცხვს შეამცირებს.

ტელეფონები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება, ამიტომ ყველას ექნება ინფორმაცია ამინდის პროგნოზისა და საბაზრო ფასების შესახებ.

2035 წელს ღარიბი ქვეყნები აღარ იარსებებს

გეითსი საუბრობს იმაზე, თუ როგორ შეიცვალა მსოფლიო მისი დაბადებიდან დღემდე. ადრე მსოფლიო სამ ნაწილად იყო დაყოფილი: არსებობდა საბჭოთა კავშირი, დასავლეთი და "ყველა დანარჩენი". ახლანდელი მსოფლიოს ძველისგან განსხვავებას, გეითსი ცვლილებათა საშუალების პრეცედენტს უწოდებს. 2014 წლის მიმართვაში ის წერდა, რომ "ხელშეწყობა - ფანტასტიური ინვესტიციაა და ჩვენ მეტი დახმარების გაწევა გვმართებს. ხელშეწყობა ძალიან ეფექტურად აუმჯობესებს ცხოვრებას და ქმნის საფუძველს ხანგრძლივი ეკონომიკური პროგრესისთვის".

2030 წლისთვის მოხდება ენერგეტიკული გარღვევა, რომელიც გადატრიალებას მოახდენს

2016 წელს გეითსმა განაცხადა, რომ არ თვლის პანაცეად განახლებადი ენერგიის მოპოვების არცერთ არსებულ მეთოდს, რადგან მიიჩნევს, რომ გასაღები ახალგაზრდა თაობაში და ინვესტიციებში უნდა ვეძებოთ. მან ალტერნატიულ ტექნოლოგიებში უკვე 2 მილიარდი დოლარი ჩადო.

უამრავ სამუშაო ადგილს რობოტები დაიკავებენ

Quartz-თან ინტერვიუში ბილ გეითსმა, როგორც ინდუსტრიის მრავალმა ლიდერმა, წარმოიდგინა მსოფლიო, რომელშიც ადამიანებს რობოტებით ჩაანაცვლებენ. თუმცა, სავარაუდო მოქმედების გეგმაც წარმოადგინა: დავაწესოთ რობოტებზე გადასახადი, რათა მეტად დაფინანსდეს ისეთი სამუშაო ადგილი, სადაც მხოლოდ ადამიანებს შეეძლებათ მუშაობა - მაგალითად, ბავშვებისა და მოხუცების მოვლა.

myquiz