რეკომენდაციები გლობალური კიბერშეტევისგან თავის დასაცავად | Allnews.Ge

რეკომენდაციები გლობალური კიბერშეტევისგან თავის დასაცავად

გლობალური კიბერშეტევისგან თავის დასაცავად სპეციალისტების რეკომენდაციაა, გამოიყენონ ლიცენზირებული პროგრამები და მოიხმარონ ანტივირუსი.

ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის IT აკადემიაში საგანგებო სემინარი გაიმართა. სესიის მოდერატორები კიბერუსაფრთხოების სფეროში მომუშავე ორგანიზაციის Symantec Veritas-is წარმომადგენელი გიორგი გვარამაშვილი და ტექნიკური ექსპერტი ვლადლენ ლარცინი იყვნენ.

"მსოფლიოში ვირუსები უსწრაფესად ვრცელდება და სამწუხაროდ, ბევრი კომპანია ამისთვის მზად არ არის. საკმარისია ვირუსი კომპიუტერში მოხვდეს, რომ იგი მთელს ქსელში ვრცელდება. ამის შემდეგ ითხოვს დეშიფრატორს თანხის სანაცვლოდ. კომპანიას ვადას აძლევენ, თუ თანხის გადარიცხვა 3 დღეში არ მოხდება, მაშინ ვირუსი ამ ინფორმაციას ავტომატურად წაშლის.

თავის დაცვისათვის პირველი რეკომენდაციაა, რომ IT სამსახურებმა ლიცენზირებული პროგრამები შეიძინონ, გარდა ამისა, უნდა ეყენოს კომპიუტერში ანტივირუსი, ასევე მუდმივად განახლებადი ოპერატიული სისტემა, - განაცხადა გიორგი გვარამაშვილმა.

სემინარზე აღინიშნა, რომ შეტევებს უპრეცედენტო მასშტაბი აქვს და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის უმსხვილესი ორგანიზაციების პარალიზება მოახდინა.

"2 დღის განმავლობაში მთელს მსოფლიოში ხდება სერიოზული კიბერშეტევა.

დაზიანებულია მთელი მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყანა. გუშინ ღამით დაფიქსირდა საქართველოში ვირუსის შემოღწევის ფაქტები. ჩვენი ლაბორატორია 24 საათიან მონიტორინგს ატარებს", -განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა.

myquiz