როგორ გამოიყურება მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული მატარებელი | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული მატარებელი

იაპონიამ ყველაზე ძვირად ღირებული მატარებელი გამოუშვა. 10 ვაგონიანი ლუქს კლასის მატარებლის ბილეთის ღირებულება 2,200 დოლარიდან 10 ათასი დოლარამდე მერყეობს. მიუხედავად იმისა, რომ მატარებელი სადგურიდან პირველად რამდენიმე დღის წინ გავიდა, მისი ბილეთები 2018 წლის მარტის ჩათვლით, არის გაყიდული.

2 ან 4-დღიანი ტურისთვის განკუთვნილი მატარებლით აღმოსავლეთ იაპონიის ირგვლივ მგზავრობა ხუთვარსკვლავიან ფეშენებელურ სასტუმროში დასვენებას უფრო გავს და თითქმის არანაირი კავშირი აქვს მატარებელის იმ სახეობასთან, რომლითაც ჩვენ დანიშნულების ერთი პუნქტიდან მეორეში გადავადგილდებით.

მატარებელი კენ ოკუიამას დიზაინის მიხედვით არის გაკეთებული, რომელიც ცნობილი გახდა "პორშესთან", "ფერარისა" და "მაზერატისთან" თანამშრომლობით.

მატარებელს შუშის კედლებიანი ორი ვაგონი აქვს, რომელიც აღმოსავლეთ იაპონიის ტყეების, მდელოებისა და სანაპიროების სილამაზით ტკბობის საშუალებას იძლევა.

რესტორანს თავისი პიანო ბარი აქვს, კედლები კი ისეა დაპროექტებული, რომ წყნარი ტყის ეფექტი შექმნას. მზარეული ინგრედიენტებსა და კერძებს იმის მიხედვით ცვლის, აღმოსავლეთ იაპონიის რომელ რეგიონშიც იმყოფება მატარებელი იმ მომენტისთის.  მატარებელში 17 კუპეა, რომელიც ტრადიციული იაპონური ესთეტიკისა და ფუტურიზმის ხასიათშია გადაწყვეტილი.

მატარებელს საგანგებოდ მისთვის განკუთვნილი 13 ½ პლატფორმა აქვს. იმის გამო, რომ სერვისი უკიდურესად პოპულარული გახდა, ბილეთის მისაღებად მხოლოდ საფასურის გადახდა აღარ არის საკმარისი, მსურველებმა საგანგებოდ შექმნილი აპლიკაცია უნდა შეავსონ, გათამაშების იღბლიანი გამარჯვებული კი ბილეთის შეძენას შეძლებს.

myquiz