Google-ს ახალი ლოგო ექნება | Allnews.Ge

Google-ს ახალი ლოგო ექნება

უმსხვილესმა საძიებო სისტემამ ლოგოტიპი შეცვალა. Google-ის ლოგოს ახალი ვერსია ძველისგან შრიფტით და ფერთა გამით განსხვავდება. დიზაინერებმა გაცილებით უფრო რბილი ტონალობები შეარჩიეს.

კომპანიის წარმომადგენლებმა ახალი ლოგოტიპი დაახასიათეს, როგორც უბრალო, ლაკონური, ფერადი და მეგობრული.

Google-ის ოფიციალური წარმომადგენლების განმარტებით ლოგოს ახალი დიზაინი საკუთარ თავში გულისხმობს ყველაფერ კარგს, რასაც თავად კომპანია აერთიანებს.

უმსხვილესმა საძიებო სისტემამ მობილური ვერსიის მომხმარებელსაც შესთავაზა ახალი ლოგო, რომელიც ფერადი G-ს სახით არის წარმოდგენილი.

myquiz