ილონ მასკი მსოფლიოსთვის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს | Allnews.Ge

ილონ მასკი მსოფლიოსთვის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს

ილონ მასკი მსოფლიოსთვის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს. ამ მიზნის განსახორციელებლად, კომპანია SpaceX, 2019 წლისთვის ორბიტაზე 4 425 სატელიტს განათავსებს.

კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის, პატრისია კუპერის განმარტებით, SpaceX თავისი სატელიტების გამოცდას მალე დაიწყებს და მის პირველ პროტოტიპს მიმდინარე წლის დასრულებამდე გაუშვებს, მეორეს კი 2018 წლის დასაწყისისთვის.

ილონ მასკის კოსმოსის კვლევის კომპანია ავითარებს ტექნოლოგიას, რომელიც ხომალდებს კოსმოსში გაფრენის, დავალების შესრულების, შემდეგ კი ხელახალი გამოყენებისთვის უკან დაბრუნების საშუალებას აძლევს. მიმდინარე წლის მარტში, კომპანიამ ორბიტაზე უკვე გამოყენებული Falcon 9 გაუშვა. SpaceX-ის განმარტებით, აღნიშნული ტექნოლოგია ხარჯების შემცირების კარგი საშუალებაა. სწორედ ამიტომ, მსოფლიოსთვის სწრაფი ინტერნეტით მომარაგების პროცესში სწორედ Falcon 9-ს გამოიყენებენ და სატელიტებს 1110-დან 1325 კილომეტრის სიმაღლეზე განათავსებენ.

2016 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ინტერნეტზე წვდომა 3 მილიარდ 400 მილიონ ადამიანს აქვს, თუმცა, მათი ნაწილი, საშუალო ან დაბალსიჩქარიანი ინტერნეტით სარგებლობს.

 ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა წლების მიხედვით