საქართველოში საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრის გაიხსნა | Allnews.Ge

საქართველოში საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრის გაიხსნა

საქართველოში თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ ლიცენზირებული საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრი გაიხსნა.

ცენტრი არაერთ კომპანიას მოიზიდავს, როგორც რეგიონიდან, ასევე მის ფარგლებს გარედან, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაზე. პროექტი ერთდროულად იკვეთება საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ორ უმნიშვნელოვანეს მიმართულებასთან - ეკონომიკური ზრდის დაჩქარებასთან, სივრცით განვითარებასთან, შიდა ავიაციისა და საერთაშორისო საავიაციო მომსახურების საკვანძო ფუნქციის განვითარებასთან, ხოლო მეორე მხრივ - პროფესიული განათლების პროექტთან, რომელიც ახლად გახსნილ ცენტრს ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას შესძენს.

myquiz