2016 წელს საქართველოს ხელისუფლებამ "ფეისბუქიდან" 86 პროფილის შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია | Allnews.Ge

2016 წელს საქართველოს ხელისუფლებამ "ფეისბუქიდან" 86 პროფილის შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია

საქართველოს ხელისუფლებამ ერთი წლის განმავლობაში, "ფეისბუქიდან" 86 პროფილის შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია. ამის შესახებ სოციალური ქსელის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, 2016 წლის იანვრიდან, ივნისის ჩათვლით, ქართულმა მხარემ "ფეიბუქს" 30-ჯერ მიმართა და ჯამში 60 მომხმარებლის შესახებ მოითხოვა ინფორმაცია, აღნიშნული მოთხოვნა სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ 53,33%-ით დააკმაყოფილა.

იმავე წლის ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით, ქართულმა მხარემ სოციალური ქსელის ადმინისტრაციას კიდევ 15-ჯერ მიმართა და 26 ექაუნთის შესახებ გამოითხოვა მონაცემები, რაც ამ შემთხვევაში 86,67%-ით დაკმაყოფილდა.

"ფეისბუქი" მოთხოვნილ ექაუნთებზე ინფორმაციის გაცემის თაობაზე იუწყება, რომ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, ხშირად სრულად აკმაყოფილებს. კომპანიის ინფორმაციით, ყველა მოთხოვნა მოწმდება ინფორმაცია არ მიეწოდება იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა არ არის დაკონკრეტებული და ზედმეტად ზოგადია.

 

myquiz