გორის ქარის ელექტროსადგური გასხვისდება | Allnews.Ge

გორის ქარის ელექტროსადგური გასხვისდება

გორის ქარის ელექტროსადგური აუქციონის წესით გასხვისდება - ამის შესახებ Allnews.ge-ს ელექტროსადგურის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, თორნიკე ყაზარაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ელექტროსადგურის გასხვისება მთავრობის დავალებით ხორციელდება.

"მთავრობის დავალება იყო, რომ ეს ელექტროსადგური გასხვისებულიყო და აღებული თანხით სხვა პროექტები განგვევითარებინა. აუდიტორული დასკვნა ახლა მომზადდა და დაახლოებით, 1 კვირაში, საბაზრო ღირებულება გვეცოდინება. მისი გასხვისება აუქციონის წესით მოხდება. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება როგორც EBRD-თან, ისე ენერგეტიკის სამინისტროსთან, რომ საერთო სააუქციონო პირობებზე შევჯერდეთ," - განმარტა მან.

თორნიკე ყაზარაშვილის განცხადებით, ელექტროსადგურის მიმართ დაინტერესება დიდია, რადგან პროექტი წარმატებული აღმოჩნდა.

"საპილოტე იყო, მაგრამ დაგეგმილ მაჩვენენელზე მაღალი შედეგი მოგვცა".

დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, გორის ქარის ელექტროსადგური სატესტო რეჟიმიდან 27 იანვარს მოიხსნა. სადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 20 დეკემბერს შევიდა და იანვრიდან დღემდე, დაახლოებით, 31 მილიონი კვტ/სთ აქვს გამომუშავებული.

გორის ქარის ელექტროსადგურის სიმძლავრე 20,7 მგვტ-ია. ის 6 ფარის ტურბინისგან შედგება, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე 3,45 მგვტ-ია. აღსანიშნავია, რომ ელექტროსადგურის მშენებლობა პარტნიორმა კომპანიებმა, "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა," "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" და "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა" დააფინანსა. ელექტროსადგურის მშენებლობაზე 34 მილიონი დოლარი დაიხარჯა

myquiz