მთვარეზე სოფლის აშენება იგეგმება | Allnews.Ge

მთვარეზე სოფლის აშენება იგეგმება

ჩინეთი და ევროპული კოსმოსური სააგენტო მთვარეზე სოფლის გაშენებას გეგმავენ. აღნიშნულ თემაზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ჟურნალისტებს ჩინეთის ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაციის გენერალურმა მდივანმა, ტიან იულუნმა განუცხადა. მიმდინარე კვირას ინფორმაცია ევროპელმა პარტნიორებმაც დაადასტურეს.

"ჩინელები ძალიან ამბიციურ კოსმოსურ პროგრამას ახორციელებენ. გასული საუკუნის 60-იანი წლების შემდეგ კოსმოსური კვლევები შეიცვალა და ჩვენ ნათლად ვხედავთ საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობას", - განაცხადა ევროპული კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენელმა, პოლ ხვისტენდალმა "ბლუმბერგთან" საუბარში.

მარსზე შენობების აგება იქნება შესაძლებელი

კოსმოსური სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, იოჰან დიტრიხ ბერნერმა "მთვარის სოფელს" პოტენციური ბაზა უწოდა, მარსისკენ მიმავალ გზაზე.

მიმდინარე წლის დასასრულისთვის ჩინეთი მთვარეზე კოსმოსური ხომალდს გაგზავნის ნიადაგის ნიმუშების შესაგაროვებლად, ამ პერიოდშივე იგეგმება მთვარის მეორე - ჩვენთვის უხილავ მხარეს პირველი ხომალდის გაშვება.

წყარო BBC

myquiz