მეცნიერებმა ხელოვნურ საშვილოსნოში ბატკანი გაზარდეს | Allnews.Ge

მეცნიერებმა ხელოვნურ საშვილოსნოში ბატკანი გაზარდეს

მეცნიერებმა ხელოვნურ საშვილოსნოში 111 დღის ბატკნისთვის სიცოცხლის შენარჩუნება შეძლეს.

ხელოვნური საშვილოსნო, ამნიოტიკური სითხის შემცველ დალუქულ პოლიეთილენის ჩანთას წარმოადგენს, რომელშიც საკვები ნივთიერებები შედის და სიცოცხლისთვის ყველა საჭირო პირობაა დაცული. სპეციალური ხელსაწყო ნაყოფს ჟანგბადს აწვდის, ასრულებს რა ჭიპლარის პუნქციას, ამასთანავე, აირების ცვლა ხდება ისევე, როგორც პლაცენტის შემთხვევაში. სისტემა ბუნებრივ საშვილოსნოსთან სრულ თანხვედრაში მოდის.

მეცნიერების მთავარი მიზანი, მომავალში ნაადრევად დაბადებული ბავშვების გაზრდაა.

"ჩვენ განვავითარეთ სისტემა, რომელიც ბუნებრივ საშვილოსნოს მაქსიმალურად მიუახლოვდებოდა და პლაცენტის ფუნქციის ჩანაცვლებას შეძლებდა."- განაცხადა ექიმმა ალან ფლეიკმა.

ინოვაციაზე მომუშავე გუნდის მონაცემებით, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, 10 ორსულიდან 1 ნაადრევად მშობიარობს, ამ შემთხვევაში ნაადრევად, 37 კვირის ნაყოფის დაბადება მიიჩნევა. კვლევის თანახმად, ყოველწლიურად, 30 000 ბავშვი იბადება კრიტიკულად ნაადრევ პერიოდში, რაც 26-ე კვირაზე მშობიარობას გულისხმობს. ადამიანებში ორსულობის საშუალო ხანგრძლივობა 40 კვირას აღწევს.

ექიმი ფლეიკის განმარტებით, 23 კვირას მიუღწეველი ბავშვის გადარჩენის შანსი, მედიცინის განვითარების დღევანდელ პირობებში, ნულს უტოლდება, მაშინ როცა 23 კვირაზე დაბადებული ახალშობილის გადარჩენის შანსი 15%-ია.

myquiz