NASA: სატურნის მთვარეზე სიცოცხლის წარმოშობისთვის ყველა საჭირო პირობა არსებობს | Allnews.Ge

NASA: სატურნის მთვარეზე სიცოცხლის წარმოშობისთვის ყველა საჭირო პირობა არსებობს

სატურნის მთვარეზე სიცოცხლის წარმოშობისთვის ყველა საჭირო პირობა არსებობს - განცხადება ამის შესახებ, ნასამ მიწისქვეშა ოკეანის კვლევისას მიღებული შედეგების საფუძველზე გაავრცელა.

მეცნიერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მთვარე Enceladus-ზე გაკეთებული აღმოჩენა იმის დასტური არ არის, რომ დედამიწის მიღმა ცხოვრება ვითარდება, მკვლევარებმა უბრალოდ იპოვეს წყალი, ქიმიური ნივთიერებები და ენერგიის წყარო, რაც აუცილებელია სიცოცხლისთვის.

"ახლა ჩვენ ვიცით, რომ Enceladus-ზე არის ყველა პირობა სიცოცხლის წარმოშობისა და შენარჩუნებისთვის"- განაცხადა პროექტზე მომუშავე მეცნიერმა, ლინდა სპილკერმა.

პროექტში ჩართულმა კიდევ ერთმა მეცნიერმა, კრის გლეინმა განმარტა, რომ მთვარეზე მდებარე ოკეანე, მიკრობებისთვის აუცილებელ ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს. როგორც გაირკვა, გაყინული საფარის მიღმა, სატურნის მთვარეს მარილიანი წყლები აქვს. გარდა ამისა, მას წყალბადის გამომუშავებაც შუძლია, რაც, საბოლოო ჯამში, იმაზე მეტყველებს, რომ ამ ციურ სხეულზე ენერგიის აქტიური წყარო მოიპოვება.

"ჯერ არ ვიცით არის თუ არა სიცოცხლე Enceladus-ზე, თუმცა მოცემულ მომენტში პროგრესულ ნაბიჯებს ვდგამთ"- განაცხადა ნასას ასოცირებულმა ადმინისტრატორმა.

მეცნიერთა თქმით, Enceladus დედამიწის მიღმა ცხოვრების განვითარებისთვის საუკეთესო ლოკაციების რიცხვს შეემატა.

myquiz