მალე სმარტფონის ეკრანს თვითაღდგენის უნარი ექნება | Allnews.Ge

მალე სმარტფონის ეკრანს თვითაღდგენის უნარი ექნება

ტელეფონის დაცემიდან მის აღებამდე არის მომენტი, როდესაც თავში ერთადერთი აზრი გვიტრიალებს - ეკრანი გაბზარული არ იყოს. თუმცა, როდესაც შემთხვევა ფატალურად სრულდება ორი არჩევანი გვრჩება: შევაკეთოთ ჩვენი სმარტფონი ან ახლი შევიძინოთ.

კალიფორნიის უნივერსიტეტის ქიმიკოსები მოცემულ მომენტში მუშაობენ, რათა მსგავსი შემთხვევისას მესამე არჩევანის შესაძლებლობაც მოგვცენ. მეცნიერების მცდელობის წყალობით სულ მალე შეიძლება გვქონდეს ტელეფონი თვითაღდგენადი ეკრანით.

ქიმიკოსებმა მასალაზე რამდენიმე ცდა უკვე ჩაატრეს, მათ შორის მის უნარზე ბზარებისა და ნაკაწრებისგან "განკურნოს" საკუთარი თავი. მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა საცდელი ნივთიერება ორად გახლიჩეს, მან აღდგენა 24 საათის განმავლობაში შეძლო.

მატერია, რომელიც პოლიმერისა და იონური მარილისგან შედგება, ისე იწელება, რომ თავის ბუნებრივ ზომას შეიძლება 50-ჯერ გადააჭარბოს. მატერიალის მოლეკულებს შორის განსაკუთრებულად მჭიდრო კავშირია, რაც იმას გულისხმობს, რომ მსხვრევისა და გაკაწვრისას იონები და მოლეკულები ურთიერთმიიზიდებიან და სტრუქტურას აღადგენენ.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მეცნიერებმა მსგავსი სტრუქტურის დენგამტარი მასალის შექმნა შეძლეს.

კვლევის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ ტელეფონებისა და ბატარეების მწარმოებელ კომპანიებს აღნიშნული მასალის გამოყენება უკვე 2020 წლისთვის შეეძლებათ.

myquiz