აშშ-ში მოღვაწე ქართველმა სტომატოლოგმა მობილურის ყველაზე დაცული აპლიკაცია შექმნა | Allnews.Ge

აშშ-ში მოღვაწე ქართველმა სტომატოლოგმა მობილურის ყველაზე დაცული აპლიკაცია შექმნა

ამერიკაში მოღვაწე ქართველი სტომატოლოგის, ისააკ (ნიკა) დათიკაშვილის აპლიკაცია Ios-ისა და Android-ის პლატფორმებზე 30 მარტს ჩაეშვა. აპლიკაცია Pronto! by Privates  მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გაგზავნილი შეტყობინება ან ფოტო, უკან გამოითხოვოს სანამ, მას ადრესატი ნახავს, თავიდან აიცილონ მათი შენახვა, ან სქრინშოტის გადაღება. 

"აპლიკაციის პირველადი ვარიანტის პრობლემა ის იყო, რომ აპლიკაცია ორივე მომხმარებელს უნდა ჰქონოდა, ეს ართულებდა მოხმარებას. ახალი აპლიკაციის შემთხვევაში კი, საკმარისია ერთ მხარეს, ამ შემთხვევაში გამგზავნს, ჰქონდეს გადმოწერილი ჩვენი აპლიკაცია. მაგალითად, აპლიკაციას გამოიყენებთ მაშინ, თუკი დაფარული და უსაფრთხო შეტყობინების გაგზავნა გსურთ, ისე რომ მიმღებმა ვერ შეინახოს იგი." - ამბობს ისააკი.

აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა Iphone-ის აპლიკაცია შექმნა

ამ ვერსიის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ ინტეგრირდება უკვე არსებულ აპლიკაციებთან, როგორებიცაა Viber, WhatsUp, mail და ა.შ. ანუ მისი გამოყენებისას შეზღუდვა არ გექნებათ.

"ის რომ, აპლიკაცია ინტეგრირდება სხვადასხვა საკომუნიკაციო პროგრამასთან, აადვილებს და აფართოვებს მის მოხმარებას."

იდეის ავტორის თქმით, აპლიკაციას ორი სისტემური გადაწყვეტა აქვს. ერთი - ძალიან დაფარული, რომელიც შესაძლოა, გამოიყენებოდეს საიდუმლო სამსახურებისთვის და მეორე - ნაკლებად დაფარული. უსაფრთხოება ორივე შემთხვევაში მაქსიმალურადა არის დაცული.

"სანამ აპლიკაციას შევქმნიდით, ბაზრის კვლევა ჩავატარეთ. აღმოჩნდა, რომ უსაფრთხოებისა და დაცულობის კუთხით, დიდი არჩევანი არ იყო. ახლა მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ძალიან მარტივად ისარგებლოს ჩვენი აპლიკაციის უნიკალური ფუნქციით და რაც მთავარია, უფასოდ ჩამოტვირთოს იგი."

Pronto! by Privates-ი ხელმისაწვდომია, როგორც აიფონის მომხმარებლებისთვის, App store-ში, ისე Android-ის სისტემის მფლობელებისთვის, Google Store-ში.

შეტყობინების დაფარვას მთლიანად გამგზავნი მართავს. მას შეუძლია შეტყობინება უკან დაიბრუნოს, ან მიუთითოს, და ნახვისთანავე გაანადგუროს. Pronto! by Privates -ის აპლიკაციაზე, 6 ადამიანი მუშაობდა.

როგორც, ისააკ დათიკაშვილი ამბობს, მას სურდა, რომ აპლიკაციის შესახებ პირველად ქართველ მომხმარებლებს გაეგოთ.

myquiz