მესენჯერი გარკვეულ სმარტფონებში აღარ იმუშავებს | Allnews.Ge

მესენჯერი გარკვეულ სმარტფონებში აღარ იმუშავებს

Facebook-ის მესენჯერი გარკვეულ სმარტფონებში მუშაობას აპრილის დასაწყისიდან შეწყვეტს. საოციალური ქსელის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Windows Phone 8.1-ისა და უფრო ძველი საოპერაციოს სისტემის ბაზაზე მომუშავე სმარტფონებს, მესენჯერზე წვდომა უკვე ამ კვირიდან შეეზღუდებათ.

Microsoft-ის მობილური პლატფორმა არსად არაა ისეთი პოპულარული, როგორიც Android-ისა და iOS-ის სისტემა, ამიტომ Facebook-ის გადაწყვეტილება გასაკვირი სულაც არ ყოფილა.

Windows-ის პლატფორმაზე მომუშავე ტელეფონებში უკვე არც skype მუშაობს, რომელმაც გადაწყვეტილება WhatsApp-ის კვალდაკვალ მიიღო. სოციალური ქსელი მომხმარებლებს სიახლის შესახებ მეილის საშუალებით ატყობინებს და მომხმარებელს ოპერაციული სისტემის განახლების ან Facebook Lite-ზე გადართვისკენ მოუწოდებს.

Windows Phone 8.1-ის მომხმარებელს ჯერ კიდევ ექნება საშუალება ბრაუზერის მეშვეობით Facebook-ზე შევიდნენ, თუმცა, შეტყობინებას ვეღარ გაუგზავნიან.

myquiz