ელონ მასკი მუშაობს ტექნოლოგიაზე, რომელიც საკუთარი ფიქრების კომპიუტერში ატვირთვის საშუალებას მოგვცემს | Allnews.Ge

ელონ მასკი მუშაობს ტექნოლოგიაზე, რომელიც საკუთარი ფიქრების კომპიუტერში ატვირთვის საშუალებას მოგვცემს

ამერიკელი ბიზნესმენი, ინვესტორი და გამომგონებელი, ელონ მასკი, ადამიანის ტვინის კომპიუტერთან დაკავშირებას ცდილობს. ამ მიზნის მისაღწევად, მასკმა კომპანია Neuralink დააარსა. ინფორმაციას ამის შესახებ the wall street journal ავრცელებს.

კომპანია ავითარებს ტექნოლოგიას, რომელიც ადამიანს კომპიუტერთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებას, ფიზიკური ინტერფეისის გავლის გარეშე მისცემს. Neuralink სამედიცინო-კვლევით ცენტრად გასული წლის ივლისში, კალიფორნიაში, დარეგისტრირდა.

ტექნოლოგია "ნერვული ზონარი" ადამიანის ტვინში ელექტროდების განთავსდებას ისახავს მიზნად, რომელიც მას საშუალებას მისცემს ატვირთოს ან ჩამოტვირთოს საკუთარი ფიქრები კომპიუტერში ან კომპიუტერიდან. პროდუქტი კაცობრიობას საშუალებას მისცემს საკუთარი კოგნიტური ფუნქციის უმაღლეს საფეხურს მიაღწიოს.

ილონ მასკი ენერგო პრობლემის გადაჭრას 100 დღეში აპირებს

"ტესლაში" აღნიშნული ინფორმაციის დასადასტურებლად კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. ის, რომ მასკი ამ საკითხით ინტერესდება, 2016 წელს გამართულ ერთ-ერთ კონფერენციაზე გახდა ცნობილი, სადაც მან აღნიშნა, რომ ადამიანსა და მანქანას, სიმბიოზის მიღწევის შესაძლებლობა ექნებათ.

გაიცანით ადამიანი, რომელიც მომავალს ქმნის

მასკი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ტექნოლოგია ადამიანს შესაძლებლობას მისცემს, თავი აარიდოს ხელოვნური ინტელექტის უპირატესობას.

ამასთანავე ცნობილი ხდება, რომ Neuralink-ის პირველი პროდუქტი ეპილეფსიის, დეპრესიისა და სხვა აშლილობისგან თავის დასაცავად იმპლანტებს გამოიყენებს.

myquiz