საუდის არაბეთში 3D პრინტერის გამოყენებით პირველი საცხოვრებელი სახლები აშენდება | Allnews.Ge

საუდის არაბეთში 3D პრინტერის გამოყენებით პირველი საცხოვრებელი სახლები აშენდება

საცხოვრებელი სახლის 3D პრინტერის მეშვეობით აშენების შესაძლებლობაზე ჩინურ კომპანია WinSun-სა და დეველოპერული კომპანია AL Mobty-ის შორის მოლაპარაკება ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ დაიწყო.

მიმდინარე კვირას ამ ორი კომპანიის წარმომადგენლებმა ყველა საჭირო დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერეს, რის შემდეგაც ჩინეთში საუდის არაბეთის მეფე ჩავიდა და შეთანხმების ძალაში შესვლა დაადასტურა. შთანხმების ფარგლებში მხარეები დაახლოებით 30 მილიონი კვადრატული მეტრის ფართობის საცხოვრების აშეენებას აპირებენ.

ჩინური კომპანია WinSun სამეწარმეო დამიშნულების 3D პინტერების წარმოებითაა დაკავებული, თანამშრობლობის ფარგლებში კი მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში Al Mobty-სთის დაახლოებით 100 მსგავსი მოწყობილობის მიყიდვას გეგმავს.

აღჭურვილობის ჯამურმა ფასმა ნახევარი მილიარდი დოლარი შეადგინა.

ჩინური 3D პრინტერების დახმარებით საუდის არაბეთი დაბალფასიანი და პრაქტიკული საცხოვრებლის აშენებას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დეველოპერული კომპანია დაახლოებით ნახევარი მილიონი საცხოვრებლის აშენებას გეგმავს - ახალი ტექნოლოგიები ხომ ფინანსური და ადამიანური რესურსების დაზოგვის საშუალებას იძლევა.

WinSun-ის სეციალისტებმა არც თუ შორეულ წარსულში დუბაიში საოფისე შენობა "დაბეჭდეს". შენობის ფართობმა 250 კვადრატული მეტრი შეადგინა. პრინტერმა ამ ამოცანას 17 დღეში გაართვა თავი.

myquiz