სტივენ ჰოკინგი კოსმოსში გაფრინდება | Allnews.Ge

სტივენ ჰოკინგი კოსმოსში გაფრინდება

მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ მოაზროვნესა და ფიზიკოსს კოსმოსის ნახვის შესაძლებლობა მიეცემა. ამის შესახებ სტივენ ჰოკინგმა good morning Britain-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და დაადასტურა, რომ პირველი ტურისტული კოსმოსური ხომალდის Virgin Galactic-ის მგზავრი იქნება. 6 მგზავრზე გათვლილი ხომალდი, მოკლევადიანი ფრენებისთვის არის განკუთვნილი, ბილეთების ღირებულება კი რამდენიმე ასეულ დოლარს შეადგენს.

ინტერვიუს მიმდინარეობისას ჰოკინგმა განმარტა, რომ მისთვის ერთი-ერთი უმნიშვნელოვანესი მგზავრობისთვის მზადებას უკვე შეუდგა.

სტივენ ჰოკინგის პროგნოზით, ადამიანს დედამიწაზე ცხოვრების დაახლოებით 1 000 წელი დარჩა

ხომალდის შემქმნელის, რიჩარდ ბრენსონის განმარტებით, კოსმოსური აპარატი ჯერ კიდევ 2009 წელს უნდა გაფრენილიყო, თუმცა, ცდამ წარუმატებლად ჩაიარა, რა დროსაც, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, სამი კი შემთხვევას შეეწირა, ამიტომ ფრენა უვადოდ გადაიდო.  2010 წელს, როდესაც Virgin Galactic-ის კოსმოდრომი გაიხსნა, ბრანსონმა თქვა, რომ დაახლოებით, წელიწადნახევარში გაფრინდებოდა, თუმცა პრობლემები კიდევ ერთხელ შეიქმნა და ფრენა 2014 წლამდე გადაიდო.

როგორ გადავარჩინოთ ცივილიზაცია სტივენ ჰოკინგის მიხედვით

ახლა უცნობია, როდის შეძლებს Virgin Galactic-ი პირველი ფრენის განხორციელებას, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამ დროის განმავლობაში კომპანიამ 80 მილიონი დოლარის ბილეთები უკვე გაყიდა. მათ შორის ვინც კოსმოსში გასამგზავრებლად ადგილი უკვე დაჯავშნა ტომ ჰენკსი, ბრაიან სინგერი, ეშტონ კაჩერი, ბრედ პიტი, ანჯელინა ჯოლი, კეტი პერი, პერის ჰილტონი და თავად რიჩარდ ბრენსონიც არიან.

myquiz