მობილური აპლიკაცია კონტრაცეპციის ყველაზე სანდო საშუალება გახდა | Allnews.Ge

მობილური აპლიკაცია კონტრაცეპციის ყველაზე სანდო საშუალება გახდა

უნიკალურმა მობილურმა აპლიკაციამ Natural Cycles გერმანული ავტორიტეტული საექსპერტო ორგანიზაციის Tuv Sud მხრიდან მხარდაჭერა მიიღო. აღნიშნული აპლიკაცია ქალის სხეულის ტემპერატურას განსაზღვრავს მთელი ციკლის განმავლობაში და კონტრაცეპციის მეთოდებთან დაკავშირებულ რჩევებსაც იძლევა. კერძოდ, ტემპერატურაზე დაყრდნობით, აპლიკაცია მიმდინარე მომენტში, ქალის ფერტილობის ხარისხს აფასებს.

აპლიკაციის ტესტირებით დაადგინეს, რომ ის, როგორც ორალური კონტრაცეპტივი, ეფექტურად ახდენს არასასურველი ორსულობის პრევენციას. ეს პირველი აპლიკაციაა, რომელიც სერტიფიცირებულია როგორც კონტრაცეპციის საშუალება.

როდესაც დაორსულების რისკი მაღალია, აპლიკაცია პრეზერვატივის გამოყენებას გვირჩევს.

ოვულაციის წინ, ორგანიზმში ესტროგენების კონცენტრაცია იზრდება, რომელიც სხეულს აგრილებს. ოვულაციის შემდეგ, პროგესტერონის გამოყოფისას, სხეულის ტემპერატურა იზრდება. ციკლის ეს ორი ფაზა გაყოფილია ოვულაციით და მაქსიმალური ფერტილობის დღეს, ტემპერატურა იწევს 0,2-0,45 გრადუსის დიაპაზონში, რასაც აპლიკაცია აფიქსირებს.

ლალი ჩხიკვაძე

myquiz