როგორ გადავარჩინოთ ცივილიზაცია სტივენ ჰოკინგის მიხედვით | Allnews.Ge

როგორ გადავარჩინოთ ცივილიზაცია სტივენ ჰოკინგის მიხედვით

როგორ გადავარჩინოთ ცივილიზაცია? - ამ საკითხზე ცნობილმა ბრიტანელმა ფიზიკოსმა და თეორეტიკოსმა სტივენ ჰოკინგმა გამოცემა The Times-ისთის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მეცნიერის თქმით, ადამიანი უკიდურესად აგრესიული სახეობაა და სწორედ ეს აგრესია დაეხმარა მას სახეობათა იერარქიაში იმ ადგილის მოპოვებაში, რომელსაც ახლა იკავებს.

"ცივილიზაციის ჩასახვის მომენტიდან, აგრესია ძალიან სასარგებლო მახასიათებელი იყო, რადგან მას თვითგადარჩენისთვის განსაზღვრული უპირატესობა გააჩნდა"- განმარტა ჰოკინგმა. თუმცა ახლა, მეცნიერის თქმით, მსოფლიოს ბევრი ქვეყანა მასობრივი განადგურების არსენალითაა აღჭურვილი, ამის გამო, კაცობრიობა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს.

"თანდაყოლილი ინსტინქტი ლოგიკის და ჯანსაღი აზრის დახმარებით უნდა ვაკონტროლოთ"-აღნიშნა მეცნიერმა.

სტივენ ჰოკინგი მიიჩნევს, რომ ცივილიზაციის გადარჩენის ერთ-ერთი გზა მსოფლიო მმართველობაშია, რომელსაც შეუძლია კაცობრიობა განადგურებისგან დაიცვას.

სტივენ ჰოკინგის პროგნოზით, ადამიანს დედამიწაზე ცხოვრების დაახლოებით 1 000 წელი დარჩა

ჰოკინგმა ასევე განმარტა, რომ საუბარი პანაცეას არ ეხება, რადგან მსოფლიო მმართველობის პირობებშიც კი, დედამიწის მოსახლეობა, დიქტატურისგან დაზღვეული არ არის.

myquiz