როგორ გამოიყურება მსოფლიოში საუკეთესო ავტობუსების გაჩერება | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება მსოფლიოში საუკეთესო ავტობუსების გაჩერება

სინგაპურელი არქიტექტორების თქმით, ავტობუსის გაჩერებებზე წიგნების თაროების, ბაღის, ველოსიპედის პარკინგის და ტელეფონის დასატენად ჩამრთველების მოწყობა ლოდინს უფრო სასიამოვნოს გახდის.

ავტობუსის ასეთი გაჩერებების დიზაინი სინგაპურის მთავრობამ ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად შეიმუშავა. გარდა იმისა, რომ გაჩერებებზე დაბეჭდილი წიგნები იქნება, მკითხველებს შეუძლიათ, სპეციალური კოდის მეშვეობით წიგნები და რუკები გადმოიწერონ, ამინდის პროგნოზი, სიახლეები და ადგილობრივი ღონისძიებების გრაფიკი შეამოწმონ. რაც მთავარია, გაჩერებებზე არსებული ტექნიკა მზის პანელების მეშვეობით იმუშავებს.

"იმედი გვაქვს, რომ საზოგადოება დააფასებს იმას, რომ ავტობუსის ლოდინის დროს საშუალება ექნებათ, წაიკითხონ და გაერთონ. ასევე იმედი გვაქვს, რომ პროექტი საზოგადოებას განვითარებისთვის უფრო წაახალისებს და სურვილს გაუჩენს, რომ გარემო, რომელშიც ყველა ერთად ვცხოვრობთ, თავად შექმნან."-განაცხადა პროექტის არქიტექტორმა.

ასეთი ტიპის ავტობუსის გაჩერებების პროექტი 2016 წლის სექტემბერში შეიქმნა, 2017 წელს კი მთავრობა გადაწყვეტს, სად მოეწყოს მსგავსი გაჩერებები.

მრავალფუქნციური და რეკრეაციული ავტობუსების გაჩერებები მოსახლეობას წაახალისებს, რომ საკუთარი ავტომობილების ნაცვლად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს.

კვლევების თანახმად, მოსახლეობის უმეტესი ნაწლი კერძო სატრანსპორტო საშუალებით იმიტომ გადაადგილდება, რომ გაჩერებებზე ლოდინი არ სურს, ამ დროს თუ განათლების მიღებასა და დასვენებაში გამოიყენებენ კი შესაძლოა, მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაიწყონ.

myquiz