Teslа ყველაზე იაფი ელექტრომობილის წარმოებას იწყებს | Allnews.Ge

Teslа ყველაზე იაფი ელექტრომობილის წარმოებას იწყებს

კომპანია Teslа-ს ყველაზე იაფი ელექტრომობილის, Model 3-ის სერიული წარმოება 2017 წლის სექტემბერში დაიწყება.

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, პირველ ეტაპზე კვირაში დაახლოებით 5 ათასი ავტომობილის წარმოებაა დაგეგმილი, 2018 წლის განმავლობაში კი ეს მაჩვენებელი კვირაში 10 ათას ავტომობილამდე გაიზრდება.

სულ რამდენი Model 3-ის გაყიდვას აპირებს Tesla, ჯერჯერობით უცნობია.

Teslа-მ Model 3 2016 წლის მარტში წარადგინა. მაშინ ითქვა, რომ ახალი მოდელი კომპანიის ავტომობილებს შორის ყველაზე ბიუჯეტური იქნებოდა. Model 3-ის საბაზო კომპლექტაციის ღირებულება წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში 35 ათასი დოლარი იქნება.

ამჟამად Teslа-ს ყველაზე პოპულარული მოდელები სედანი Model S-ი და ქროსოვერი Model X-ია. კომპანიის ინფორმაციით, 2017 წლის პირველ ნახევარში ამ მოდელების 47-50 ათასი ავტომობილის გაყიდვა იგეგმება.

 

BPN.GE

myquiz