რას ნიშნავს "ფეისბუქის" იასამნისფერი ჩიტი? +18 | Allnews.Ge

რას ნიშნავს "ფეისბუქის" იასამნისფერი ჩიტი? +18

უკვე წააწყდით იასამნისფერ ჩიტს თქვენს სოციალურ ქსელიში? თუ ჯერ კიდევ არა, სანერვიულო არაფერია. სავარაუდოდ, დიდი დრო არ იქნება საჭირო იმისთვის, რომ ამ უცნაურმა ჩიტმა თქვენი facebook-ის გვერდი დაიპყროს.

ეს facebook სტიკერი, რომელიც აზიაში სოციალურ ქსელებს სწრაფად მოედო, ამერიკაშია შექმნილი, მასზე მხატვარი სიდ ვეილერი მუშაობდა, აღნიშნული მემეს დაბადების ადგილად ფლორიდა ითვლება, ის ჯერ მხოლოდ ერთი წლისაა, სოციალური ქსელისთვის კი 2017 წელს შემუშავდა.

სოციალური ქსელის მომხმარებელს აღნიშნული ემოციების ნაირსახეობით სარგებლობა უკვე შეუძლია.

იასამნისფერი ჩიტი მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც ის ტაილანდის ცნობილ ფეისბუკ გვერდზე მოცეკვავე კატის ანიმაციასთან ერთად გამოჩნდა. ერთი კვირის განმავლობაში მას 4 მილიონი ნახვა ჰქონდა.

როდესაც მისმა პუპულარობამ პიკს მიაღწია მხატვარმა სიდ ვეილერმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე სამადლობელი ვიდეო გაავრცელა. "მივესალმები ტაილანდს, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, მოხარული ვარ, რომ სტიკერები მოგეწონათ"-ნათქვამია მიმართვაში.

ამ სტიკერებს მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. მათ, ვისაც იასამნისფერი ჩიტის ინტერნეტსივრცეში ხილვა მოსწყინდა მისი აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია შეადგინეს.

მაგრამ რას ნიშნავს, სინამდვილეში იასამნისფერი ჩიტის გამოსახულება? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი მაინც არ არსებობს. ის სავარაუდოდ, სწორედ იმის გამო გახდა პოპულარული, რომ არ აქვს ერთფეროვანი და სწორხაზოვანი ახსნა,.

myquiz