რატომ უნდა გამორთოთ Wi-Fi, როცა არ გჭირდებათ და როგორ გამოვიყენოთ ტექნიკა, რომ ჯანმრთელობა არ დავიზიანოთ - ქართველი ფიზიკოსის რჩევები | Allnews.Ge

რატომ უნდა გამორთოთ Wi-Fi, როცა არ გჭირდებათ და როგორ გამოვიყენოთ ტექნიკა, რომ ჯანმრთელობა არ დავიზიანოთ - ქართველი ფიზიკოსის რჩევები

ყველა ვცდილობთ ტექნიკის გამოყენებით ცხოვრება გავიმარტივოთ, დრო, ფული და ენერგია დავზოგოთ, თუმცა ვერ ვითვალისწინებთ იმ რისკებს, რომლის ქვეშაც საკუთარ ჯანმრთელობას ვაყენებთ.

ბიოფიზიკოს ბესიკ ფარცვანიას თქმით, დღეს ჩვენ ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედების ქვეშ გვძინავს, ვსაუზმობთ, ვმგზავრობთ, ვმუშაობთ... ამიტომ უნდა ვიცოდეთ როგორ და რა დოზით გამოვიყენოთ ტექნიკა, რომელიც ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყაროა.

ქართველი ფიზიკოსის რჩევები მობილური ტელეფონების მფლობელებს

"ამ ტალღებს რადიო და მიკრო ტალღები ეწოდება. მობილური ტელეფონის შემთხვევაში აღნიშნულ ტალღებს ე.წ "სითბური ეფექტი" აქვს სწორედ ამიტომ, ტელეფონის შეძენისას უნდა დააკვირდეთ მასზე მითითებულ SAR-ს (ენერგიის შთანთქმის კოეფიციენტი) და წაიკითხოთ ინსტრუქცია, თუ რა დისტანციაზე უნდა გეჭიროთ აპარატი საუბრისას,"-განმარტავს ის.

ბიოფიზიკოსის თქმით, აღნიშნული "სითბური ეფექტები" შესწავლილია, თუმცა არსებობს უფრო დაბალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ტალღები, რომელთაც ასეთი ეფექტი არ გააჩნია, თუმცა ორგანიზმზე ასევე უარყოფით ზეგავლენას ახდენს.

"ის უჯრედში კალციუმის რაოდენობის მატებას იწვევს, რომელიც ხელს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას უწყობს, რაც ორგანიზმისთვის ძალიან მავნებელია. დაბალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ტალღების წყარო არის Wi-Fi, რომლის დასხივების ქვეშაც ყოველდღიურად ვიმყოფებით.

Wi-Fi ტალღებს პორციებად ასხივებს, რაც გაცილებით მავნებელია. ელექტრომაგნიტური ტალღები აქვეითებს მამაკაცისა და ქალის რეპროდუქციულ უნარს, ასევე უარყოფით ზეგავლენას ახდენს ორსულებზე, მოზარდებზე და ადამიანის კბილებზეც კი.

კბილის ზოგიერთ პლომბს ვერცხლისწყალი ურევია, ელექტრომაგნიტური სხივები მას ათავისუფლებენ, ვერცხლისწყალი პირის ღრუში გამოდის, რაც მომწამვლელია,"-განმარტავს ის და დასძენს, რომ თუ Wi-Fi კონკრეტულ მომენტში არ გჭირდებათ, სჯობს გამორთოთ, რათა რადიაციის ქვეშ ნაკლებად აღმოვჩნდეთ.

"ჯობს, კაბელური ინტერნეტით ვისარგებლოთ, რადგან ელექტრომაგნიტური სხივები კაბელში შთაინთქმება და ის აბსოლუტურად უსაფრთხოა,"-აღნიშნავს ბესიკ ფარცვანია.

რადიაციის ხანგრძლივი დასხივება, რომელსაც დაგროვებითი ეფექტიც აქვს, ამიტომ სჯობს, ელექტრომაგნიტური სხივების წყაროსთან თუ დიდხანს არ გვექნება კონტაქტი.

"ტელევიზორის შემთხვევაში უკეთესი მდგომარეობაა.

ტელევიზორის თავდაპირველი მოდელებისგან, რომლებიც ანტენების საშუალებით ფუნქციონირებდა, პირდაპირ ელექტრომაგნიტური ტალღა მოდიოდა, ახლა კაბელის საშუალებით მუშაობს, ამიტომ საფრთხე საერთოდ აღარ არსებობს", - განმარტავს ბიოფიზიკოსი.

pulti-televizori.jpg

მისი თქმით, დღევანდელი ეკრანები, როგორც ტელევიზორის, ისე კომპიუტერისა და ტელეფონის, პლაზმისგანაა შექმნილი, ამიტომ მათი გამოსახულება თავის ტვინსა და ზოგადად, ორგანიზმზე უარყოფით ზეგავლენას არ ახდენს, ერთადერთი გვერდითი ეფეტი თვალების დაღლილობაა.

კიდევ ერთი საყოფაცხოვრებო ნივთი, რომელიც ელექტრომაგნიტურ სხივებს გამოსცემს, მიკროტალღური ღუმელია. მისგან თავის დასაცავად, 10-15 სანტიმეტრის დისტანცია უნდა დავიჭიროთ ან საერთოდ მოვერიდოთ მის შორიახლოს ყოფნას.

"მიკროტალღური ღუმელის ახალი მოდელი უნდა შევიძინოთ, რადგან მას შესაერთებელზე დამიწებისთვის კიდევ ერთი ფაზა აქვს დამატებული, რაც მას გაცილებით უსაფრთხოს ხდის. ზოგადად, ეს წესი ყველა ტექნიკაზე ვრცელდება...

ასევე, საფრთხის შემცველია ის დანადგარები, რომლებიც მშობლებს ბავშვის გაღვიძებასა და ტირილის შესახებ მეორე ოთახში ატყობინებენ - ჯანმრთელობისთვის მავნეა, რადგან ელექტრომაგნიტურ ტალღებს ასხივებს. ბავშვი კი გაცილებით სუსტია,"-განმარტავს ბესიკ ფარცვანია.

ბიოფიზიკოსის თქმით, დაბალი სიხშირის ელექტრომაგნიტურ ტალღებს ჰიბრიდული, ელექტრო და უპილოტო ავტომობილებიც ასხივებენ .

მეცნიერი გვირჩევს, რომ სახლში ნებისმიერი ტექნიკა კაბელის მეშვეობით ფუნქციონირებდეს, რათა ნაკლებად აღმოვჩნდეთ ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედების ქვეშ, განსაკუთრებით კი დაბალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ტალღების, რომელთა ზემოქმედების სრული შედეგები ბოლომდე შესწავლილი არ არის.

ავტორი: მარიამ მენაბდიშვილი

myquiz