როგორი იქნება სამყარო 2030 წელს | Allnews.Ge

როგორი იქნება სამყარო 2030 წელს

ბრექსითისა და ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, რთული სათქმელია, რა მოხდეა ხვალ. პროგნოზების გაკეთება კიდევ უფრო რთულდება, როდესაც საუბარი რამდენიმე ათეულ წელს ეხება.

ჩვენ არ ვიცით, როგორ მოვაწყობთ ქალაქებს, რას შევჭამთ და საიდან მივიღებთ ენერგიას. თუმცა, ერთი რამ ცხადია, მომავლის გააზრება ახალი გამოწვევებისთვის მომზადებისა და მათთან გამკლავების შესაძლებლობას მოგვცემს.

როგორი იქნება მსოფლიო 2030 წელს, საკითხზე Global Future Councils-ის ექსპერტები მსჯელობენ.

1. პროდუქტები დროებით მომსახურებაში გადმოგვეცემა

"მე არაფერს ვფლობ. არ მყავს მანქანა, არ მაქვს სახლი და რაიმე ტექნიკა თუ ჩასაცმელი“- წერს დანიის პარლამენტის წევრი იდა აუკენი. შოპინგი 2030 წლისთვის უკვე შორეული წარსული იქნება. ადამიანი ყველა საჭირო ნივთს კი არ შეიძენს, არამედ დროებით სარგებლობაში მიიღებს.

როგორი იქნება მომავლის ტრანსპორტი

2. ამერიკის შეერთებული შტატების დომინირება დასრულდება

ერთპოლუსიანობისა და ერთი ძალის მიერ მსოფლიო პოლიტიკური ამინდის შექმნის ნაცვლად, საერთაშორისო ასპარეზს ისეთი ქვეყნები დაუბრუნდებიან, როგორიც რუსეთი, ჩინეთი, გერმანია, ინდოეთი და იაპონიაა. მათ მმართველობაში იმპერიალიზმის თანაბარი ტენდენცია ჩანს.

3. 2030 წლისთვის საავადმყოფოებს გამოვემშვიდობებით

ტექნოლოგიური განვითარება დაავადებების დამარცხების შესაძლებლობას გააუმჯობესებს, ამიტომ საავადმყოფოები იმ ფორმით, რომელიც ახლაა აღარ იქნება საჭირო.

საგზაო შემთხვევები ავტოპილოტზე მომუშავე ტრანსპორტის წყალობით შემცირდება, სკალპელსა და ორგანოების დონაციას, პატარა რობოტიზირებული მილები და პრინტერით შექმნილი ორგანოები ჩაანაცვლებს.

2050 წელი: მომავლის ინფრასტრუქტურა

4. გაცილებით ნაკლებ ხორცს შევჭამთ

ჩვენი წინაპრების მსგავსად, ხორცს მთავარ საკვებ პროდუქტად კი არა მკურნალობის საშუალებად გამოვიყენებთ.

5. დღეს სირიიდან წამოსული მიგრანტები ხვალ აღმასრულებელი დირექტორები

2030 წლისთვის, სირიიდან წამოსული მიგრანტები სრულწლოვანებას მიაღწევენ, მათ უმაღლესი განათლება და ეკონომიკური წინსვლის ამბიცია ექნებათ.

6. ღირებულებები, რომლებმაც დასავლეთი შექმნეს, სერიოზული გამოცდის წინაშე დადგება

"ის ბალანსი დავივიწყეთ, რომელიც დემოკრატიის სახის შენარჩუნებაში გვეხმარებოდა" - თქვა Human Rights Watch-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

7. 2030 წლისთვის, წითელ პლანეტაზე გადასახლებას შევძლებთ

როდესაც იქამდე მივაღწევთ, სხვა პლანეტებზე სიცოცხლის მტკიცებულებებსაც აღმოვაჩენთ. მეცნიერება კოსმოსური ტექნოლოგიებისთვის პრაქტიკული აპლიკაციების გახსნაში დაგვეხმარება.

myquiz