სრულად პარალიზებული ადამიანები კომუნიკაციას შეძლებენ | Allnews.Ge

სრულად პარალიზებული ადამიანები კომუნიკაციას შეძლებენ

სრულად პარალიზებული ადამიანები გარშემომყოფებთან კომინიკაციას კომპიუტერული სისტემის დახმარებით შეძლებენ. ინფორმაცია ამის შესახებ შვეიცარიელმა მეცნიერებმა გაავრცელეს.

ჟურნალ PLOS Biology-ში გამოქვეყნებულია კვლევა, რომელიც შვეიცარიის კლინიკაში მყოფ 4 პარალიზებულ ადამიანთან მუშაობაზე დაყრდნობითაა დაწერილი.

კვლევაში მონაწილე პაციენტები ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის მძიმე ფორმით იყვნენ დაავადებულები, რომელთაც საკუთარი რეაქციის გამოხატვა თვალის მოძრაობითაც კი არ შეეძლოთ. პაციენტებისთვის დასმულ მარტივ კითხვებზე პასუხის მისაღებად, მეცნიერებმა ინტერფეისი გამოიყენეს, რომელიც პაციენტის აზრების კითხვის შესაძლებლბას იძლევა.

კომპიუტერის სისტემა ტვინის უჯრედების თვისებაზეა დაფუძნებული, რომელიც მათი ფუნქციონირების მიუხედავად, სისხლში ჟანგბადის რაოდენობას ცვლის, რაც თავის მხრივ, სისხლის შეფერილობის ცვლილებას იწვევს.

სისხლის შეფერილობის დასადგენად, ინფრაწითელი გამოსხივება გამოიყენება. მეთოდს სპექტრასკოპია ეწოდება. მეცნიერთა განმარტებით, აღნიშნული სისტემა აზრებს, დაახლოებით, 75%-იანი სიზუსტით კითხულობს, ანუ იმისთვის, რომ პასუხის სისწორეში დავრწმუნდეთ, პაციენტს კითხვა რამდენჯერმე უნდა გავუმეოროთ.

პროფესორ უჯვალა ცაუდჰარის განმარტებით, მარტივ კითხვებზე "კი" ან "არა" პასუხის გაცემა, მსგავსი პაციენტების ცხოვრებას საგრძნობლად გაამარტივებს.

myquiz