პარიზში პირველი უპილოტო ავტობუსები გამოჩნდა | Allnews.Ge

პარიზში პირველი უპილოტო ავტობუსები გამოჩნდა

პარიზის ქუჩებში პირველი უპილოტო მინი-ავტობუსები გამოჩნდა. მათი კიდევ ერთი გამორჩეული მახასიათებელი ისაა, რომ ელექტროძრავის მეშვეობით მუშაობენ. ჯერ-ჯერობთ აღნიშნული პროექტი ექსპერიმენტულად მიიჩნევა, თუმცა წარმატების შემთხვევაში ქალაქის მერია მზადაა, მსგავსი ტრანსპორტის განვითარებას ხელი შეუწყოს.

ავტოპილოტზე მომუშავე ორივე ავტობუსი ამჟამად მცირე ტრაექტორიას ფარავს. ისინი გამოყოფილ ზოლში მოძრაობენ, სადაც სხვა ტრანსპორტის გადაადგილება დროებით აკრძალულია.

საცდელ რეჟიმში მყოფ ავტობუსს 12 მგზავრის მოთავსება შეუძლია, აღჭურვილია ლზერული სისტემითა და მრავალი კამერით, რათა სხვა ავტოტრანსპორტთან და ადამიანებთან შეჯახების პრევენცია მოხდეს.

ავტობუსი მხოლოდ მძღოლის ნაკლებობას კი არ განიცდის, მას ასევე არ აქვს მკვეთრად გამოკვეთილი წინა და უკანა მხარე.

პარიზის მერის მოადგილემ ჟან-ლუი მისიკამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უპილოტო ტრანსპორტი მსოფლიოში საქალაქო ტრანსპორტის რევოლუციას სულ მალე მოახდენს და დიდ ქალაქებში მცხოვრები ადამიანების ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის.

myquiz