ბილ გეიტსი ტერორიზმის ახალი ფორმის შესახებ გვაფრთხილებს | Allnews.Ge

ბილ გეიტსი ტერორიზმის ახალი ფორმის შესახებ გვაფრთხილებს

მსოფლიო შესაძლოა ახალი ტიპის ტერორიზმის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს და ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ - განცხადება ამის შესახებ ბილ გეიტსმა ხუთშაბათს, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა.

ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი იმ კოალიციის ნაწილია, რომელიც მომავალი დაავადებების გავრცელების შესაჩერელად ვაქცინების შექმნას ცდილობს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის, ორგანიზაციის ბიუჯეტი 700 მილიონ დოლარს შეადგენს, ბილ გეიტსი შიშობს, რომ მომავალი საფრთხის გათვალისწინებით, ეს შესაძლოა, საკმარისი არ აღმოჩნდეს.

ბიოტერორიზმი ან ტერორიზმი, რომელიც ეპიდემიის მიზანმიმართულ გავრცელებას ისახავს მიზანად, შესაძლოა მალე მსოფლიოს ნომერ პირველი საფრთხე გახდეს და დღის წესრიგში პირველი ადგილი დაიკავოს. გეიტსის თქმით, მსჯელობა იმაზე თუ როგორ შეიძლება საფრთხესთან გამკლავება, ახლავე უნდა დაიწყოს.

"ბიოტერორიზმის პოტენციალის საზღვრების დადგენა ძალიან რთულია, თუმცა ცხადია, რომ ზარალი განუზომელი იქნება"- განაცხადა ბილ გეიტსმა.

"მაიკროსოფტის" დამაარსებელი აღნიშნული საკითხის უფრო დეტალურ განხილვას თებერვალში მიუნხენის კონფერენციაზე გეგმავს.

"ვფიქრობ ეპიდემია, იქნება ეს ბუნებრივად გავრცელებული თუ ხელოვნურად გამოწვეული, 10 ათასი ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს.

"ღრმად მაწუხებს საკითხი, თუ როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა ტერორისტთა მცირე ჯგუფს, რათა არ გამოიყენონ ბირთვული ან ბიოლოგიური იარაღი მილიონობით ადამიანის გასანადგურებლად"-განმარტა ამერიკელმა ფილანტროპმა.

ბილ გეიტსის განმარტებით, საფრთხე გლობალურია და ყველა წამყვანი ქვეყნის ჩართულობას საჭიროებს.

myquiz