ტექნიკა, რომელიც 2017 წელს ფულის დაზოგვაში დაგეხმარებათ | Allnews.Ge

ტექნიკა, რომელიც 2017 წელს ფულის დაზოგვაში დაგეხმარებათ

თუ ახალი წლიდან თანხის დაზოგვა გადაწყვიტეთ, უახლესი ტექნიკის შეძენაზე ალბათ არ ფიქრობთ, თუმცა, წინასწარ არავინ იცის, რა დასჭირდება.

Business Insider-ი წარმოგიდგენთ იმ მოწყობილობების ჩამონათვალს, რომელთა შეძენაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად არ აისახება და ამავდროულად, წლის განმავლობაში დაგჭირდებათ.

1. HD ანტენა

ტელევიზორის გამოსახულება და სიგნალის მიღება, მისი საშუალებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ასევე, საკაბელო ტელევიზიაში ნაკლებს გადაიხდით და უფრო დაბალფასიან პაკეტს ჩართავთ, რადგან გარკვეული არხების მიღებას ამ ანტენის საშუალებითაც შეძლებთ.

2. ბურთისებრი ეკონომ-ნათურები

ისინი ელექტროენერგიის გადასახადს მნიშვნელოვნად შეგიმცირებთ. ეკონომ-ნათურების ნაკლი ნაკლებად ძლიერი სინათლის გავრცელებაა, თუმცა, ეს მნიშვნელოვნად შესამჩნევი არ იქნება.

3. ენერგიის შემნახავი დენცქვიტი

ეს მოწყობილობა ბევრ პრობლემას გადაგიჭრით. შეაერთებთ კედელში, მიუერთებთ უთოს, კომპიუტერს, ნებისმიერ მოწყობილობას, რაც გნებავთ, მოწყობილობა კი დენის მიწოდებას სწორად გაანაწილებს და მაშინ შეწყვეტს, როცა აღარ იქნება საჭირო.

4. ინტერნეტის საკუთარი მოდემი

ინტერნეტში ყოველთვიურად დიდ თანხას ვხარჯავთ. ბევრი ჩვენგანი ვერც კი აანალიზებს, რამდენის დაზოგვა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ მოდემს შევიძენთ. კაბელის საშუალებით შეყვანილი ინტერნეტი ბევრად ძვირი ჯდება, ვიდრე საკუთარი მოდემის შეძენა, თუმცა გააჩნია, კომპანიები რა მომსახურებას გთავაზობენ.

5. ელემენტები, რომლებიც იტენება და მათი დამტენი

ახალ-ახალი და ხარისხიანი ელემენტების ხშირად შეძენისას, შესაძლოა, ვერ ამჩნევთ, მაგრამ ეს თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე აისახება. შესაბამისად, თანხის დაზოგვის მიზნით, უკეთესი იქნება,თუ შეიძენთ ელემენტებს, რომელთაც მრავალჯერადი გამოყენება აქვთ და მათი დატენვა შეგიძლიათ.

6. დაბალფასიანი სმარტფონი

თუ ფოტოების გადაღების მოყვარული არ ხართ, მაშინ შედარებით ხელმისაწვდომი სმარტფონი შეიძინეთ. მას თითქმის, იგივე ფუნქციები და პროგრამები აქვს, როგორიც ძვირადღირებულს.

7. თერმოსტატი

ის ჭკვიანი მოწყობილობაა და გათბობისა და გაცხელების შესახებ გადაწყვეტილებებს თავად იღებს, შესაბამისად, თანხის დაზოგვაში დაგეხმარებათ. მისი შეძენა ამაზონზე 249$-ად შეგიძლიათ.

myquiz