ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში HP-ის მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია გაიხსნა | Allnews.Ge

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში HP-ის მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია გაიხსნა

ბიზნესისა და ტექნოლოგოგიების უნივერსიტეტში HP - ის მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია გაიხსნა. ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებით, კომპიუტერული აპარატურითა და სერვერებით.

დაგეგმილია HP-ის ტექნოლოგიური ლაბორატორიის აქტიური გამოყენება უნივერსიტეტის სასწავლო პროცესსა და კვლევით პროექტებში. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს და სხვა სასწავლო პროცესებში მონაწილე ბენეფიციარებს საშუალება ექნებათ HP-ის ტექნოლოგიური ლაბორატორიის საშუალებით გაეცნონ უახლესს ტექნოლოგიურ მიღწევებს და გამოიყენონ ისინი, როგორც სასწავლო და კვლევით, ასევე პრაქტიკულ პროცესში.

"ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან. HP-ის ტექნოლოგიური ლაბორატორია ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას საქართველოში". - განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა.

HP-ის ტექნოლოგიური ლაბორატორია უკვე აქტიურად გამოიყენება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზრის ციფრული კვლევის მოდელით განხორციელებული კვლევების პროცესში.

myquiz