iphone-ის შექმნიდან 10 წელი გავიდა - როგორი იყო პირველადი ვერსია | Allnews.Ge

iphone-ის შექმნიდან 10 წელი გავიდა - როგორი იყო პირველადი ვერსია

10 წლის წინ, სტივ ჯობსმა მსოფლიოს პირველი iphone წარუდგინა. მის გამოჩენამდე, სმარტფონები მოუხერხებელ მოწყობილობებად მიიჩნეოდა - ნახევრი ეკრანითა და ნახევარი კლავიატურით.

საიტები მთლიანად ვერ იტვირთებოდა ტელეფონებში, ამიტომ კომპანიებს ხშირად უწევდათ მათი მობილური ვერსიის შექმნა. iphone-მა ეს რეალობა სწრაფად შეცვალა.

თუმცა, სმარტფონს ყოველთვის ჩვენთვის ჩვეული ფორმა და ფუნქცია არ ჰქონდა. iphone-ს რამდენიმე წელი დასჭირდა, რომ ყველასთვის საყვარელი აპლიკაციები შეექმნა და დაემატებინა.

დღევანდელი სტანდარტების პრიზმაში, პირველი აიფონი აგურის პრიმიტიულ ნატეხს ჰგავს.

პირველი სმარტფონი EDGE-ზე მუშაობდა, რომელიც მტკივნეულად ნელი იყო. ის დაახლოებით, ისეთივე ნელი იყო, როგორც სახლის ინტერნეტი ალტერნატიული მაღალსიჩქარიანი პროვაიდერის შემოღებამდე.

Apple-ის პირველ მობილურ ვერსიას App Store-იც არ ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაშინდელ სმარტფონში ვერ ნახავდით Angry Birds, Instagram-სა და Pokémon GO-ს.

პირვანდელი სმარტფონის შეძენისას შავი ფონი აუცილებლად უნდა გყვარებოდათ, რადგან ეს ერთადერთი არჩევანი იყო.  ეს სიმართლეა - Apple-ის პირველ მობილურ ვერსიას "კედლის ფოტო" არ ეცვლებოდა.

პროგრამისტებს სამი წელი დასჭირდათ, რომ ტელეფონს, ამოჭრის, კოპირებისა და ჩამატების ფუნქცია ჰქონოდა.

თუ თქვენ ტელეფონის ჰორიზონტალურად დაწერა და შეტყობინების ამგვარად აკრეფა გიყვართ, პირველი სმარტფონი თქვენთვის ნამდვილად არ იყო.

iphone-ის პირველი ვერსია შეტყობინების სახით ფოტოს გაგზავნის საშუალებასაც არ იძლეოდა.

კამერა ძალიან სუსტი იყო და არ შეეძლო ისეთი შესანიშნავი მაღალი ხარისხის მქონე ფოტოების გადაღება, როგორსაც ჩვენ ახალი სმარტფონებისგან ველით.

მას არც ვიდეოების გადაღება შეეძლო რაც იმას ნიშნავს, რომ iphone-ის მაშინდელი მომხმარებლები Vine-ის გაკეთებას ვერ შეძლებდნენ.

myquiz