როგორი იქნება მომავლის თვითმფრინავები | Allnews.Ge

როგორი იქნება მომავლის თვითმფრინავები

1960-იანი წლების თვითმფრინავებში მარტივად გაკეთებული სალონები იყო, რომლებშიც ადამიანები მშვიდად ისხდნენ და თავს კომფორტულად გრძნობდნენ, არც აეროპორტები იყო მეტისმეტად ხალხმრავალი. ახლა კი აეროპორტები ყველგან გადატვირთულია, მგზავრები რიგში დგომისგან გადაღლილები ელოდებიან, როდის განხორცილდება მათი რეისი და სტრესის გამო, ხშირად ფრენისგან სიამოვნებას ვერ იღებენ.

უახლოეს მომავალში, მსოფლიოს სამგზავრო თვითმფრინავების ინტერიერი ტრანსფორმირდება, რათა მგზავრებისთვის უფრო კომფორტული გახდეს. ამის გასაღები კი უკაბელო ქსელებია.

მაგალითად, მგზავრობისას Wi-Fi-ს გამოყენების შესაძლებლობა თვითმფრინავში მყოფებს დროის უკეთ გატარებისა და გართობის საშუალებას მისცემს.

პერსონალური გართობის კაბინები, მგზავრობისას დროის გატარების კიდევ ერთი კარგი საშუალებაა. აღნიშნული კაბინების მართვა სმარტფონის გამოყენებით იქნება შესაძლებელი.

თვითმფრინავში, სავარძლის უკანა მხარეს დამონტაჟებული Touch Screen-ის მქონე მონიტორები კიდევ ერთი ინოვაცია იქნება, რომელიც მგზავრებისთვის კომფორტის შექმნას ემსახურება.

ნიდერლანდებში, ავიაციაში დაინერგება სისტემა AirFi, რომელიც მგზავრებს ხელმისაწვდომ გასართობ სისტემებს შესთავაზებს და ნებისმიერი ტექნიკისთვის მოსახერხებელი იქნება.

ვირტუალური რეალობა - ეს რელაქსაციისთვის ხშირად გვესაჭიროება, ამიტომ ავიაკომპანიები მომავალში მგზავრებისთვის ამის შექმნაზეც იზრუნებენ.

კაბინაში კი მაქსიმალურად კომფორტული სავარძლები განთავსდება, რათა მგზავრებმა დასვენება შეძლონ და ალბათ, რაც ყველაზე სასიხარულოა თვითმფრინავში დასაძინებელი ოთახებიც იქნება.

აღნიშნულ ინოვაციებზე მუშაობა უკვე დაწყებულია და სავარაუდოდ, ახლო მომავალში დაინერგება.

 

მომზადებულია CNN-ის მიხედვით.

myquiz