პროფესიები, რომელიც 2025 წელს უფრო მოთხოვნადი გახდება | Allnews.Ge

პროფესიები, რომელიც 2025 წელს უფრო მოთხოვნადი გახდება

აშშ-ის მოსახლეობის მესამედი ფიქრობს, რომ 50 წელიწადში რობოტები და კომპიუტერები ადამიანების სამუშაოს დიდ წილს შეასრულებენ.

ამასთან, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პროგნოზით, დაახლოებით 5 წელიწადში 5 მილიონ სამუშაო ადგილზე ადამიანური რესურსი საჭირო აღარ იქნება.

თუმცა, ტექნოლოგიების განვითარება თავის მხრივ გაზრდის ცალკეულ სექტორებში დასაქმებული ადამიანების რიცხვს. ამასთან, დასაქმებულებს დამატებითი უნარების გამომუშავება მოუწევთ ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით.

გთავაზობთ იმ პროფესიებს, რომელიც სამომავლოდ გაძლიერდება და უფრო მოთხოვნადი გახდება:

- პროგრამისტი, კომპიუტერული სისტემების ანალიტიკოსი, ბაზრის მკვლევარი და მარკეტინგის სპეციალისტი. აღნიშნული პროფესიის მქონე ადამიანების რიცხვი 2024 წლამდე, დაახლოებით, 5-ჯერ გაიზრდება. ამ პროფესიის დასაუფლებლად ტექნოლოგიების და კომპიუტერული აზროვნების უნარი იქნება მნიშვნელოვანი.

- სამედიცინო ინჟინერი, ფიზიოთერაპევტი, ერგონომიკის ექსპერტი განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდება.

- მოთხოვნა გაიზრდება გაყიდვებისა და მარკეტინგის სპეციალისტსა და მომსახურების სფეროს თანამშრომლებზეც.

გაყიდვების სფეროსთან დაკავშირებული სამუშაო ადგილები ერთ-ერთი ყველაზე მზარდი იქნება მომავალში.

ახალი მედია პლატფორმების გამოყენება, ეფექტური კომუნიკაცია და სოციალური და ემოციური ინტელექტი იქნება ის უნარები, რომელსაც ზემოთ აღნიშნული პროფესიის მქონე ადამიანები უნდა ფლობდნენ. ამ კუთხით ადამიანს რობოტისთვის სერიოზული კონკურენციის გაწევა მოუწევს.

- სწრაფად განვითარებად მსოფლიოში, განათლების სფეროში გადამზადების სპეციალისტებზე მოთხონვაც გაიზრდება.

- გაორმადგება მართვის ანალიტიკოსების, ბუღალტრებისა და აუდიტორების რიცხვიც.

myquiz