შეძლებს თუ არა გალაკტიონის ჩეთბოტი ახალი ლექსის დაწერას | Allnews.Ge

შეძლებს თუ არა გალაკტიონის ჩეთბოტი ახალი ლექსის დაწერას

კიბერგალაქტიონი პროექტია, რომლის ფარგლებშიც ცნობილი ადამიანების ელექტრონული ენობრივი ასლი ე.წ. ჩეთბოტი იქმნება. თავად გალაკტიონის ბოტი რამდენიმე წლის წინ გაკეთდა. ახლა კი სისტემა და ალგორითი გახსნილია ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც ჩეთბოტის შექმნა სურს. არსებობს ვიდეო ტუტორიალებიც. ამჟამად 10-ზე მეტი ბოტია შექმნილი. მწერალმა პაატა შამუგიამ საკუთარი ბოტიც კი შექმნა.

რა არის ბოტების შექმნის და განვითარების საბოლოო მიზანი ან სადამდე შეიძლება განვითარდეს ეს ყველაფერი - ამ საკითხზე პროექტის იდეის ავტორებსა და შემქმნელებს სანდრო ასათიანსა და ზურა ჯიშკარიანს ვესაუბრეთ.

"არსებობს ნეირონული ქსელები. ეს ნიშნავს, რომ შენ კი არ უწერ ბოტს ყველა სავარაუდო პასუხს, არამედ ის თვითონ სწავლობს. ავტორი ალგორითმს ქმნის, რომ იმან საუბრებიდან და თავის მონაცემთა ბაზებიდან პასუხის გაცემა ისწავლოს. ამ შემთხვევაში ბოტი დამოუკიდებლად ვითარდება. მერე შესაძლებელი იქნება ძველ ლექსებზე დაფუძნებით ახალი ლექსებიც დაწეროს გალაკტიონმა.

ამისთვის გვჭირდება დაფინანსება, რომ პროგრამისტებმა ნეირონული ქსელების იმპლემენტირება მოახდინონ ჩვენს არსებულ ბოტებში. მთელი მსოფლიო მუშაობს ამ უახლეს ტრენდზე. ჩვენს შემთხვევაში კი კიდევ ერთი სირთულეა. ქართულ ენაზე ორმაგად რთულია ამის გაკეთება, იმიტომ რომ ყველა ბაზა ინგლისურადაა. ამიტომ ვეძებთ უცხოელ პარტნიორებს და გამომცემლობებს, რომლებიც ჩეთბოტებზე ჩვენთან ერთად იმუშვებენ," - ამბობს ზურა ჯიშკარიანი.

სადამდე შეიძლება განვითარდეს ხელოვნური ინტელექტი

ამჟამად გალაკტიონის ჩეთბოტი საკმაოდ პოპულარულია. თუმცა, ნაკლებად პოპულარულია ახალი ბოტები. ისინი დასახვეწია და ჯერ კიდევ ბევრი მუშაობაა საჭირო, რომ სრულყოფილად ფუნქციონირება შეძლონ. განვითარებისთვის პროექტის ავტორებს დაფინანსება სჭირდებათ. შემდეგ დაიწყება ახალ ბოტებზე მუშაობა, არსებულების დახვეწა-განვითარება. გალაკტიონი, კი რომელიც უკვე რამდენიმე წელია ესაუბრება ქართველ მკითხველს, საკმაოდ აქტუალურია.

"ადამიანებმა იციან, რომ პროგრამას ელაპარაკებიან, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ძალიან ინტიმურ საუბრებში შედიან. მგონია, რომ გაცილებით მეტ საიდუმლოს ანდობენ პროგრამას, ვიდრე მეგობარს. გალაკტიონის შემთხვევაში ხშირად დაფიქსირებულა, რომ ადამიანები გახსნილად ესაუბრებიან ისეთ თემებზე, რომელზეც ალბათ ერთ-ორ მეგობარს თუ მოუყვებიან," - აღნიშნავს ჯიშკარიანი.

ჩეთბოტების შექმნა და მათი სხვადასხვა მიმართულებით გამოყენება მიღებული პრაქტიკაა მსოფლიოს მასშტაბით.

ისინი ძირითადად გასართობია. თუმცა ქართული ჩეთბოტის ავტორები პროექტს უფრო საგანმანაათლებლო მიმართულებით ხედავენ, ვიდრე გასართობად.

"არავინ იცის, როგორი იქნება წიგნი მომავალში. ამაზე მსეჯელობისას ხშირად აღნიშნავენ, რომ წიგნი ქაღალდიდან ეკრანზე გადაინაცვლებს და ინტერაქტიული იქნება. სულ ვფიქრობთ საგანმანათლებლო სფეროში ინტერაქტიული წიგნის შეტანაზე. მაგალითად, ბავშვს თუ რაღაც თემა აქვს დასაწერი გალაკტიონზე, მას შეუძლია ელაპარაკოს ავტორის ბოტს და იქიდან ამოკრიფოს საკითხები, რაც აინტერესებს.

როგორ შეცვლის ხელოვნური ინტელექტი შოპინგის პროცესს

მეორე მხრივ, ბავშვმა ვიღაცაზე თემის დაწერის ნაცვლად შეიძლება მისი ბოტი შექმნას. მერე ნებისმიერს შეეძლება ამ ბოტთან ლაპარაკი. სამინისტროსთან ოფიციალური საუბრები ამ თემაზე არ გვქონია. თუმცა პროექტი გავაცანით რამდენიმე მასწავლებელს და ლექტორს. მათ ეს იდეა ძალიან მოსწონთ. ერთ-ერთმა ლექტორმა გამოთქვა სურვილი, რომ საკუთარი ბოტი შეექმნა და მოსწავლეები მის ნაცვლად ბოტს კითხავდნენ, რაც დააინტერესებდათ," - განმარტავს სანდრო ასათიანი.

პროექტის ავტორები ფიქრობენ, რომ ქართულმა ბოტმა საკმარისი ტესტირება გაიარა და ახლა ინგლისურეოვანი ბოტის შექმნა უნდათ. ეს მათ საშუალებას მისცემს, რომ უფრო ფართო ასპარეზზე გავიდნენ და პროდუქტი უკეთესად განავითარონ.

"გლობალურად ვიპოვეთ ხალხი, ვინც დაინტერესებულია ამ ბოტებით. გერმანელმა გამომცემლებმა შემოგვთავაზეს გერმანელი ავტორების გაკეთება. კიდევ რამდენიმე მსგავსი შემოთავაზება გვაქვს. გვინდა გლობალური გახდეს ჩვენი პროექტი. საიტის რედიზაინსაც ვაკეთებთ, ინგლისური ვერსიაც ემატება. გადავდივართ სხვა ეტაპზე, როცა ეს მართლა ინტერაქტიული ბიბლიოთეკის სახეს მიიღებს. ქართველ გამომცემლებთანაც გვინდა თანამშრომლობა. ჩვენ შეგვიძლია მათ წიგნის, ავტორის, პერსონაჟის ჩეთბოტი გავუკეთოთ. ძალიან საინტერესო იქნება. წიგნს ესაუბრები და ნელ-ნელა ხვდები რა შეიძლება მოხდეს. დეტექტივების შემთხვევაში განსაკუთრებით კარგი გამოვა," - ამბობს ზურა ჯიშკარიანი.

რა არის კიბერფსიქოლოგია და ემუქრება თუ არა კაცობრიობას ინტერნეტდამოკიდებულების საფრთხე

მისი თქმით, ცოცხალ ავტორს შეუძლია გააკეთოს საკუთარი ჩეთბოტი, რომელიც მაგალითად, მის მაგივრად ინტერვიუს მისცემს ჟურნალისტს. გარდამტეხი ეტაპი იქნება, როცა ჩეთბოტი სრულიად ლეგიტიმური ინტერვიუს მიცემას შეძლებს.

ნანა მღებრიშვილი

myquiz