Facebook ფუნქციები, რომლებიც ამ დრომდე ალბათ არ იცოდით | Allnews.Ge

Facebook ფუნქციები, რომლებიც ამ დრომდე ალბათ არ იცოდით

Facebook-ს ყოველდღიურად მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს. სოციალური ქსელზე მიჯაჭვულობა თანამედროვეობის აქტუალური პრობლემა გახდა. "ბიზნესინსაიდერი" გთავაზობთ რჩევებსა და ხრიკებს, რომლებიც თქვენთვის "ფეისბუქის" გამოყენებას უფრო მოხერხებულსა და სასარგებლოს გახდის.

• Activity Log სოციალურ ქსელში თქვენს ყველა აქტივობას ინახავს. მასში ნავიგაცია მარტივია როგორც ვებგვერდის, ასევე მობილური აპლიკაციის მეშვეობით. ასე რომ, თუ თქვენი ძველი აქტივობის ნახვა გინდათ, მიმართეთ Activity Log-ს.

• აირჩიეთ გვერდები და ადამიანები, რომელთა პოსტების ნახვაც ყოველთვის გსურთ. მობილური აპლიკაციაში მათი არჩევის ინსტრუქცია შემდეგია: More:Settings:News Feed Preferences. არჩეული ადამიანები და გვერდები პატარა ლურჯი ვარსკვლავით იქნება აღნიშნული.

• Facebook-ს აქვს სასურველი პოსტის შენახვის ფუნქცია. მონიშნული ლინკები, ვიდეოები, ფოტოები და სხვა მასალა სოციალური ქსელის მობილური აპლიკაციის განყოფილებაში More შეინახება.

• უთხარით ხალხს, როგორ უნდა წარმოთქვან თქვენი სახელი სწორად. მისი მითითება თქვენი პირადი ინფორმაციის დამუშავების დროს შეგიძლიათ. ვებგვერდზე ნახეთ განყოფილება "About" და ქვეგანყოფილება "Details About You". სწორედ აქ შეგიძლიათ მიუთითოთ, თუ როგორ წარმოითქმება თქვენი სახელი.

• შეამოწმეთ როგორ გამოიყურება თქვენი პროფილი მათთვის, ვინც თქვენი მეგობარი არაა. ამისთვის თქვენს ვებგვერდზე უნდა მოძებნოთ განყოფილება, რომელიც სამი წერტილით არის აღნიშნული (...). ის Activity Log-ის გვერდითაა. სწორედ მასშია ქვეგანყოფილება View as..., რომელიც სხვისი თვალით დაგანახებთ საკუთარ პროფილს.

• შეგიძლიათ მოძებნოთ, სადმე თქვენი პროფილი ხომ არ დაგრჩათ ჩართული და დისტანციურად გამორთოთ. მისი ინსტრუქცია შემდეგნაირია: More: Settings:Account Settings:Security:Where You're Logged In. X-ზე დაწკაპუნებით თქვენ ყველა მოწყობილობაში გამორთავთ თქვენს სოციალურ ქსელს. წაიკითხეთ გაგრძელება

myquiz