"გუგლის" თანამშრომლები კომპანიაში მუშაობის სირთულეებზე საუბრობენ | Allnews.Ge

"გუგლის" თანამშრომლები კომპანიაში მუშაობის სირთულეებზე საუბრობენ

მუშაობა Google-ში - ეს ხომ კარიერული სამოთხეა. ყოველ შემთხვევაში ბევრი ჩვენგანი სწორედ ასე ფიქრობს. ლოგიკურიც არის, როგორ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს და ამბიციურ კომპანიაში მუშაობა შესაძლოა, ცუდი იყოს.

თუმცა, კარგი იქნებოდა ამ საკითხისთვის სხვა პერსპექტივიდანაც შეგვეხედა - Google მხოლოდ უფასო საკვები და ველოსიპედით კამპუსის ირგვლივ სეირნობის შესაძლებლობა ხომ არ არის.

ჯო კანელა, ყოფილი უფროსი მენეჯერი: "ძირითადად ისე გამოდის, რომ ცხოვრების უდიდესი ნაწილი Google-ის თანამშრომლებთან ერთად Google-ის საკვების ჭამაში, Google-ის ტერმინოლოგიით საუბარში, Google-ის ტანსაცმლის ტარებაში, Google-ის email-ების გაგზავნასა და მათი Google-ის ტელეფონით მიღებაში გადის.

ამასობაში კი დამოუკიდებლობის შეგრძნებას კარგავ და დიდი G-ს გარეშე ცხოვრება აღარ შეგიძლია.

იქ მუშაობისას შენ გეძლევა ყველაფერი, რასაც მოისურვებ, თუმცა, მხოლოდ და მხოლოდ იმის ფასად, რაც საბოლოო ჯამში, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია".

ვლად პატრიშევი, ყოფილი ინჟინერ-პროგრამისტი: "ძალიან რთულია შენს თანამშრომელთან რაიმე საკითხზე გულწრფელად საუბარი თუ, რა თქმა უნდა, ის შენი მეგობარი არ არის. ყველა ადამიანი საკუთარი საქმით არის დაკავებული და სხვისი მოსაზრებით იშვიათად ინტერესდება თუ  გადაწყვეტილების მიმღები პირი არ არის.

ქეთი ლევინსონი, ყოფილი ინჟინერ-პროგრამისტი: "ადამიანები ხშირად კითხულობენ Google-დან ჩემი წამოსვლის მიზეზს. არც ერთ მათგას არ სურს რაიმეს გაგება, რაც ენთუზიაზმსა და სიხარულს მოკლებულია.

ყველა მათგანი მიიჩნევს, რომ ამ იღბლის გამო მხოლოდ ბედნიერებას უნდა გამოვხატავდე.

თუ ყველაფერს ცისარტელის ფერებში არ ვუყურებ, მაშინ ყველა, დედაჩემიდან დაწყებული ტაქსის მძღოლით დამთავრებული, ითხოვს პასუხს, რატომ ვგრძნობ რაიმე სხვა გრძნობას სიხარულის გარდა".

შვედეთში დამსაქმებელი თანამშრომლებს ყავის დასალევად შესვენებას აიძულებს

ყოფილი ინჟინერი: "Google-ში ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ ნიჭიერება არ არის იმის გარანტი, რომ საინტერესო პროექტის შექმნისას გუნდში აგიყვანენ.  რიგში კიდევ ბევრი თანაბრად ჭკვიანი ადამიანია, თუმცა არის გარკვეული გზები, რომლითაც შეიძლება იმის დამტკიცება, რომ მათგან გამორჩეული ხარ".

ანონიმური წყარო: "აქ შეიძლება, იმუშავო 8 წლის განმავლობაში ან მეტი, დაიხარჯო მთლიანად, თუმცა მაინც ვერ შეგამჩნიონ".

ანონიმური წყარო: "Google-მა მენეჯერის პოზიციაზე ჩემი კანდიდატურა დააკმაყოფილა და სამსახურში ამიყვანა, ჩემი აყვანის მომენტში კომპანიამ იმავე სახელის მქონე სხვა ადამიანიც დაასაქმა. პირველ სამუშაო დღეს აღმოჩნდა, რომ სრულიად სხვა, ჩემს შესაძლებლობებთან შედარებით, უფრო დაბალ საფეხურზე ვიმყოფებოდი, რაც, სინამდვილეში, ჩემი სახელის მქონე მეორე თანამშრომელს შეესაბამებოდა. პრობლემა კი ის იყო, რომ HR-ის სამსახურს რაღაც აერია.

Google იმდენად დიდია, რომ შეიძლება, შეცდომით დაგასაქმოს".

ქეთი ლევინსონი: "Google-ში არ აქცევენ ყურადღებას არაფერს, რაც გაზომვადი არ არის, მათ შორის არც წარმატების ხარისხს"

ტექნიკური პროგრამების ყოფილი მენეჯერი: "ადამიანები მენეჯერების პოზიციაზე ინიშნებიან არა იმიტომ, რომ იციან როგორ მართონ, არამედ იმიტომ, რომ ძალიან ჭკვიანები არიან, ან ზრდის სხვა პერსპექტივა აღარ აქვთ. ამიტომ Google-ში ხშირად შეხვდებით ინტელექტუალების ფენას, რომლებიც საშინელი მენეჯერები არიან".

ანონიმური წყარო: "Google-ში წლიდან წლამდე ერთმანეთის მსგავს ადამიანებს ასაქმებენ, ერთნაირი გამოცდილებით, სკოლებისა და უნივერსიტეტების ათეულის ერთნაირი ჩამონათვალით, მსგავსი მსოფლმხედველობითა და ინტერესებით. გადაჭარებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ამ კომპანიაში 3-წლიანი მუშაობის შემდეგ, მხოლოდ რამდენიმე საინტერესო ადამიანი გავიცანი".

როგორ იკვებებიან მსოფლიოს ყველაზე დიდი კომპანიების თანამშრომლები

ჯეფ ნელსონი, Google Chrome-ის გამომგონებელი: "იმის უდიდესი ნაწილი, რაც Google-ის გარეთ გამოდის სრული სისულელეა. ხშირად ამ სისულელეს თავად კომპანიის თანამშრომლები Google-ის ფრომოუთინგისთვის ქმიან. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ამ კუთხით ყველაზე კრეატიული სისულელის ავტორი მენეჯერებს შორის პატივისცემას იმსახურებს. ეს სისულელეები კი Google-ს განუმეორებელი სამსახურის სახელს უხვეჭენ".

myquiz