თქვენი სმარტფონის საიდუმლო აპლიკაციები | Allnews.Ge

თქვენი სმარტფონის საიდუმლო აპლიკაციები

მას შემდეგ რაც აიფონისთვის შექმნილმა "ჯაშუშურმა" აპლიკაციებმა გაამართლა, მუშაობა ანდროიდისთვის განკუთვნილ აპლიკაციებზეც დაიწყო. პროგრამების ჩამონათვალი ისეთ კრეატიულ აპლიკაციებს მოიცავს, როგორიც საიდუმლო მესიჯების გაგზავნა და თვალთვალის მიზნით ზარის განხორციელებაა.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ მოწყობილობები არ არის განკუთვნილი რაიმე თვითნებური მისიების საწარმოებლად, რაც შესაძლოა საკუთარი თავის საფრთხეში ჩაგდებით დასრულდეს ამ აპლიკაციებს არანაირი კავშირი არ აქვს ჯეიმს ბონდსა და ბოროტების დამარცხებასთან.

აპლიკაცია ადგილმდებარეობის დასადგენად/Cell Tracker

გეგულებათ ვინმე ვისი ადგილმდებარეობის დადგენა გინდათ? მაგალითისთვის, მიტანის სერვისის თანამშრომელი, შეგიძლიათ მისცეთ მას ნომერი, რომელზეც აღნიშნული აპლიკაციაა გააქტიურებული და ყოველ ნახევარ საათში მიიღებთ მონაცემებს მისი ადგილმდებარეობისა და გადაადგილების მარშრუტის შესახებ. აპლიკაცია მონაცემებს ავტომატურად აგროვებს WIFI-ისა და GPRS-ის საშუალებით.

ბავშვების თვალის დევნისთვის/Children Tracker

გარემო იცვლება და მშობლების ყველაზე საშინელი კოშმარი საზოგადოებაში კრიმინალის დონის ზრდა და იმის წარმოდგენაა, რომ მათი შვილი შესაძლოა ამ კრიმინალის მსხვერპლი გახდეს.

თუ წინააღმდეგი არ ხართ უთვალთვალოთ შვილს მისი უსაფრთხოების მიზნით, მაშინ უბრალოდ დააინსტალირეთ ეს აპლიკაცია თქვენს ტელეფონში.

ხმის გამაძლიერებელი/Ear Spy

გარეგნულად ისე ჩანს თითქოს, თქვენ მთლიანად ხართ ჩაფლული სასიამოვნო მუსიკის მოსმენაში.

სინამდვილეში, აღნიშნული მოწყობილობა თქვენს ირგვლივ არსებულ ხმებს აძლიერებს და მათი მოსმენის საშუალებას გაძლევთ.

გაიკეთეთ ყურსასმენები ქუდის ქვეშ მაგრამ ეცადეთ ტელეფონი არაფერმა დაფაროს რათა თქვენს ირგვლივ არსებული საუბრის ხმა არ დაიხშოს.

დაფარული კამერა/ Mobile Hidden Camera

არც ერთი ჯაშუშური მოწყობილობების სია არ ჩაითვლება დასრულებულად სათვალთვალო კამერის გარეშე. გააქტიურეთ აპლიკაცია, შემდეგ თითი შეახეთ ეკრანს ფოტოების უსწრაფესად გადასაღებად. მისი დახმარებით ვიდეოების გადაღებაც არის შესაძლებელი, თავად მოწყობილობა კი იმდენად მცირეა რომ ნამდვილად შეუმჩნეველი დარჩება.

ფარული შეტყობინება/Spy Message

გსურთ თქვენი ბიზნესპარტნიორისთვის კონფიდენციალური შეტყობინების გაგზავნა, ისე რომ მესიჯი მიმღების ტელეფონში დიდი ხნით არ დარჩეს?

შეარჩიეთ სასურველი დრო და ამ აპლიკაციის დახმარებით, შეტყობინება მიმღების სმარტფონიდან ავტომატურად წაიშლება და კვალსაც არ დატოვებს.

საიდუმლო ზარი/Secret Calls

დაიცავით თქვენი კონტაქტები და განხორციელებული ზარები ამ აპლიკაციის მეშვეობით.

აღნიშნული აპლიკაცია გაგიადვილებთ ნომრების წიგნაკის დაცვას, რათა ცნობისმოყვარე თვალმა მისი შემადგონლობის ნახვა ვერ შეძლოს.

ის ავტომატურად წაშლის შემავალ და გამავალ ზარებს ისე, რომ ვერავინ შეძლოს მათი კვალის მიგნება.

"ჯაშუშების" ვიდეო ჩამწერი/Spy Video Recorder

რა თქმა უნდა, ყველა კარგ ჯაშუშს სურს ვიდეო ჩანაწერის ისე გაკეთება, რომ ამას ვერავინ მიხვდეს. აღნიშნული აპლიკაცია სწორედ ამისთვისაა შექმნილი.

საიდუმლო აგენტის ცრუ ზარი/Secret Agent Fake Call

თუ ცრუ ზარის შექმნა გსურთ, რომელიც გამიზნულ დროს დარეკავს თქვენს ტელეფონზე, ეს აპლიკაცია თქვენთვისაა.

სასურველ დროს საიდუმლო აგენტი დაგირეკავთ და თქვენთან წინასწარ ჩაწერილ დიალოგს წამოიწყებს.

ამ აპლიკაციის მეშვეობით თქვენ აგენტის მიერ განსახორციელებელი ზარის დაგეგმვაც შეგიძლიათ.

myquiz