Google შესაძლოა, თქვენს ყველა საუბარს იწერდეს | Allnews.Ge

Google შესაძლოა, თქვენს ყველა საუბარს იწერდეს

Google-მა შესაძლოა, თქვენი ყველა საუბარი ჩაიწეროს. როგორც გაირკვა, კომპანია წლების მანძილზე ჩუმად იწერს ყველაფერს, რაც მათი პროდუქციის სიახლოვეს გითქვამთ.

ხმის ჩაწერა "ხმოვანი ძიების" სისტემის მეშვეობით ხდება, ჩანაწერები "გუგლს" საკუთარი სერვისების გაუმჯობესებაში ეხმარება.

თუმცა, არ შეშინდეთ! თქვენ მარტივად შეგიძლიათ მოისმინოთ და წაშალოთ საკუთარი საუბრის ჩანაწერები. ამისათვის უნდა შეხვიდეთ გუგლის ისტორიაში და ჩანაწერების გრძელი სია მოძებნოთ.

იმისთვის, რომ ყველაფერი წაშალოთ, დააჭირეთ ღილაკს "მეტი", აირჩიეთ წაშლა და შემდეგ დააწექით ღილაკს Advanced.

კომპანიას სპეციფიკური აუდიოგვერდიც აქვს, რომლის აქტივაციაც გიჩვენებთ ყველაფერს, რაც "გუგლმა" თქვენი ინტერნეტში ნავიგაციისას ჩაიწერა.

თუ ანდროიდი გაქვთ, ყოველ ჯერზე, როცა "გუგლის" ხმოვან სისტემას რაიმეს ეტყვით, ის აქტიურდება და შემდეგ კი ყველა საუბარს ავტომატურად იწერს.

მარტივი გზა, რომ "გუგლმა" არაფერი ჩაიწეროს თქვენი საუბრიდან, ხმოვანი ძიების გამოუყენებლობაა.

მომზადებულია independent.co.uk-ს მიხედვით.

myquiz