"ადამიანური რასის ისტორიაში ყველაზე საშიშ პერიოდში ვიმყოფებით" | Allnews.Ge

"ადამიანური რასის ისტორიაში ყველაზე საშიშ პერიოდში ვიმყოფებით"

ფიზიკოსმა სტივენ ჰოკინგმა დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებასა და დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ განაცხადა, რომ ჩვენ ახლა "ადამიანური რასის ისტორიაში ყველაზე საშიშ პერიოდში ვიმყოფებით."

სტივენ ჰოკინგმა Guardian-ში გამოქვეყნებულ ოპ-ედში ასევე აღნიშნა, რომ ახლა ადამიანები თავს "ლიდერებისგან მიტოვებულად" გრძნობენ:

"ყველა დამეთანხმება, რომ ექსპერტებისა და ელიტის აზრი გათვალისწინებული ამ პროცესებში არ იყო. ჩემთვის, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენმა რასამ ერთ გუნდად იმუშაოს".

კაცობრიობის გაქრობის სამი ვერსია სტივენ ჰოკინგის მიხედვით

მან ასევე დასძინა, რომ მსოფლიო რთული გამოწვევების წინაშე დგას, ესენია, კლიმატის ცვლილება, საკვების წარმოება, პოპულაციის ჭარბი რაოდენობა, სხვადასხვა რასის დისკრიმინაცია, ეპიდემიური დაავადებები და ოკეანეების ბირთვული ნივთიერებებით მოწამვლა.

სტივენ ჰოკინგის პროგნოზით, ადამიანს დედამიწაზე ცხოვრების დაახლოებით 1 000 წელი დარჩა

"ეს ყველაფერი გვახსენებს, რომ კაცობრიობის განვითარებაში ყველაზე რთულ ეტაპზე ვიმყოფებით. შესაძლოა, მომავალში ადამიანებმა ვარსკვლავებზე გამგაზვრება შეძლონ, მაგრამ ახლა მხოლოდ ერთი პლანეტა გვაქვს, რომლის დაცვაც ყველაზე დიდ საჭიროებას წარმოადგენს," - წერს მეცნიერი.

ჰოკინგმა ყურადღება ასევე ხელოვნური ინტელექტის განვითარებასა და მის ტექნიკაში დანერგვასთან ერთად საშუალო კლასის სამსახურების გაუქმების შესახებ გაამახვილა. მისი თქმით, ეს საფრთხის შემცველია, - "არამხოლოდ სამსახურები, არამედ მთელი ინდუსტრიები უჩინარდება. ჩვენ მოსახლეობას უნდა დავეხმაროთ, რომ ახალი მსოფლიოსთვის მოემზადონ, მათ ფინანსური მხარდაჭერა უნდა გავუწიოთ".

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც სტივენ ჰოკინგი დონალდ ტრამპთან დაკავშირებით საკუთარ შეხედულებებს მკვეთრად გამოხატავს. ერთი წლის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში მეცნიერმა ტრამპზე განაცხადა - "დემაგოგი, რომელიც დაბალი ღირებულებების მქონე საზოგადოებრივ მოწოდებებს ახმოვანებს."

 

myquiz