"ფეისბუქმა" შესაძლოა,15$ გამოგიგზავნოთ
სოციალური ქსელი "ფეისბუქი" მომხმარებლებს ბოდიშს უხდის.
2011 წლის აპრილში, კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში კოლექტიური სარჩელი შევიდა, რომლის ავტორებიც ამტკიცებდნენ, რომ "ფეისბუქმა" მომხმარებლების სახელები და სურათები რეკლამისთვის, მათი ნებართვის გარეშე გამოიყენა. ხუთი მოსარჩელის განცხადებით, "ფეისბუქმა" მათ მიერ მოწონებული კომპანიების გვერდებისა და კონტენტის საფუძველზე, უკანანონოდ მოამზადა სარეკლამო მასალები.
ორწლიანი სასამართლო დავისა და აპელაციების შემდეგ, აგვისტოში, კალიფორნიის სასამართლომ Facebook-ს 20 მილიონი დოლარის გადახდა დაავალა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველას, ვინც უკანონო სარეკლამო მასალაში მოხვდა, შეუძლია 15 აშშ დოლარი მიიღოს, თუკი მან ეს ქმედება 2013 წლის 2 მაისამდე გაასაჩივრა.
ფულის გადახდა კომპანიამ 17 ნოემბერს დაიწყო.
Joined a class action lawsuit against Facebook last year and my settlement check just came in the mail. This 15$ is going to change my life.
— Andrew Ingram (@IngramAC) November 22, 2016
I just got a check in the mail from a Facebook settlement that I have no idea about. Thanks for the $15, that's a half tank of gas