მალე ბეტონის გზას ნარჩენების გადამუშავებით მიღებული პლასტმასი ჩაანაცვლებს | Allnews.Ge

მალე ბეტონის გზას ნარჩენების გადამუშავებით მიღებული პლასტმასი ჩაანაცვლებს

ცოტა ხანში ბეტონს პლასტმასი ჩაანაცვლებს და გზები გადამუშავებული ნარჩენებისგან მიღებული მასალით გაკეთდება. პლასტმასის გზების კონცეფცია პირველად 2015 წელს KWS -ის შვილობილი კომპანიის VolkerWessels -ის მიერ შემუშავდა.

პოლიეთილენისა და პლასტმასის გადამუშავების შედეგად მიღებულ ფირფიტებს შუაში სივრცე ექნება, სადაც კაბელები, მიწისქვეშა მილსადენები გაივლის და წვიმის დროს მოჭარბებული წყალი ჩაიღვრება. პლასტმასის ფირფიტები მსუბუქი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მიწა ნაკლებად დაიტკეპნება.

იდეის მთავარი მიზანი ეკოლოგიისთის ნაკლები ზიანის მიყენებაა. როდესაც გარკვეული ელემენტები პირველად ფუნქციას ასრულებს, მათი გადამუშავება და მეორადი გამოყენება ეკონომიკური ციკლის განუყოფელი ნაწილია.

myquiz