მალე, მაღაზიაში თანხის გადახდას ნაღდი ფულისა და საკრედიტო ბარათის გარეშე შეძლებთ | Allnews.Ge

მალე, მაღაზიაში თანხის გადახდას ნაღდი ფულისა და საკრედიტო ბარათის გარეშე შეძლებთ

თანამდევროვე სმარტფონი ფოტოაპარატის, საათის, მაღვიძარას, კალკულატორისa და ტელევიზორის ფუნქციებს ითავსებს, რის გამოც, ის 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქსესუარი გახდა. სმარტფონმა ზეგავლენის მოხდენა ცხოვრების თითქმის, ყველა სფეროზე მოახდინა.

მიუხედავად ასეთი მრავალფუნქციურობისა, მას კიდევ ერთი, ახალი დანიშნულება მოუძებნეს, რომლის გამოც, შესაძლოა, ნაღდი ფულისა და საკრედიტო ბარათის ტარება აღარ მოგვიწიოს.

მობილური ტელეფონით გადახდებში ინოვატორი კომპანია Apple იყო, მაგრამ გადახდის ამ სისტემას ანდროიდები, Google Pay და სხვა საშუალებებიც იყენებენ, რაც ონლაინ ბიზნესისთვის მომგებიანი და ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე დანერგილი პრაქტიკაა.

როგორც ჩანს, ტრაციდიული ბარათებით გადახდებს უნდა გამოვემშვიდობოთ და მიუხედავად იმისა, რომ გადახდისას სმარტფონის გამოყენების პრაქტიკა ჯერ კიდევ ახალია, ძალიან მალე ის პოპულარული და მოსახერხებელი გახდება.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.

myquiz