პრობლემები, რომლებიც თქვენს ტელეფონს IOS 10-ის გადმოწერის შემდეგ შეექმნება | Allnews.Ge

პრობლემები, რომლებიც თქვენს ტელეფონს IOS 10-ის გადმოწერის შემდეგ შეექმნება

IOS 10-ის iPhone/iPad/iPod-ში გადმოწერის შემდეგ, შესაძლოა, თქვენმა ტელეფონმა ან ნებისმიერმა სხვა მოწყობილობამ შეფერხებით იმუშაოს, თუმცა ამის გამოსწორებაც შესაძლებელია.

წინა IOS-ებთან შედარებით, IOS 10 ვიზუალურად უკეთესია და გამოსახულებასაც შედარებით კარგს ქმნის, თუმცა მისი გამოყენებისას მომხმარებლები ერთსა და იმავე პრობლემებს უჩივიან, რომლებიც უკვე ძალიან გავრცელებულია.

1. რატომ ვერ ვიწერთ IOS 10-ს?

სანამ მის გადმოწერას გადაწყვეტთ, დარწმუნდით, რომ თქვენი მობილური ტელეფონი ან iPpad/iPod ამ პროგრამისთვის შესაბამის მონაცემების მქონეა. იმ შემთხვევაში, თუ IOS 9-ით სარგებლობთ და შეფერხებებს არ უჩივით, გირჩევთ, დროებით აღნიშნული IOS-ის ერთგული დარჩეთ.

როგორი იქნება მომავლის, ევოლუციურად სრულყოფილი Iphone

2. IOS 10 პროგრამების ფუნქციონირების შენელებას იწვევს

თუ ფიქრობთ, რომ პროგრამებს განახლება ესაჭიროება, რადგან ნელა ფუნქციონირებს, ნუ იდარდებთ, ეს IOS 10-ის დროებითი შეფერხებაა.

Apple ბოდიშს უხდის იმ მომხმარებლებს, რომლებიც პროგრამების განახლებისას შეფერხებას აწყდებიან და სთავაზობს, რომ ასეთი პრობლემების დროს ტელეფონი iTunes-ს თან დააკავშიროს, რათა განახლება დასრულდეს ან AppleCare-ს მიმართოს.

შეფერხების აღმოსაფხვრელად რამდენიმე საშუალება არსებობს:

ა) თქვენი iPhone ან Ipad, რომელსაც IOS 10-ის ბოლო ვერსია აქვს, Windows PC-ის ან Mac-ის გამოყენებით iTunes-ის უახლეს ვერსიასთან დააკავშირეთ.

ბ) გახსენით iTunes-ი.

გ) დააჭირეთ "დასაბლოკ" და ძირითად ღილაკს თქვენს ტელეფონზე ან iPad-ზე იქამდე, სანამ ეკრანზე Recovery Mode არ გამოჩნდება.

დ) აირჩიეთ განახლების ვერსია.

გ) დაელოდეთ, როდის განახლდება პროგრამა და მიყევით ინსტრუქციას.

რა ძვირფასი ლითონები იმალება ჩვენს სმარტფონებში

3. IOS 10 ბატარეას შედარებით სწრაფად სვამს

სანამ ამ ხარვეზს აწყდებით, ბატარეის შესანარჩუნებლად ეკრანის სინათლეს დაუწიეთ, ასევე ინტერნეტი ტელეფონს ძალიან მალე სვამს, ამიტომ თუ არ იყენებთ, გამორთეთ-ხოლმე.

4. Blootooth და Wi-Fi შეფერხებით მუშაობს

თუ ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით, შედით Settings-ში, შემდეგ General მოძებნეთ და გახსენით Reset, ბოლოს კი Reset Network Settings შეამოწმეთ. ამით შეფერხებას შედარებით სწრაფად აღმოფხვრით.

5. თუ ტექნიკური მოწყობილობა დატენსვისას ცხელდება, ნუ შეშინდებით, რადგან ესეც IOS 10-ს ახასიათებს, რაც დატენვის დასრულების ან პროგრამების განახლების შემდეგ გამოსწორდება და ტელეფონი ნორმალურ ტემპერატურას დაუბრუნდება.

შეცდომები, რომლებსაც iPhone-ის დატენვისას ვუშვებთ

6. IOS 10-ის გადმოწერა ძალიან ნელა ხდება

თუ ამ პრობლემის წინაშე ხართ, ჯობს ახალი IOS-ი iTunes-იდან გადმოწეროთ, რაც შედარებით ნაკლებ დროს წაგართმევთ.

myquiz