21.10.2016 / 13:02
შრიფტის ზომა:

აშშ-ში ინტერნეტის მაქსიმალურ სიჩქარეს მიაღწიეს

რაისის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მოწინავე რადიოიმპულსური ტექნოლოგია შეიმუშავეს. მსგავსი ტექნოლოგიის საფუძველზე ისეთი ქსელის შექმნა გახდება შესაძლებელი, რომელიც მონაცემების გადაცემის სიჩქარეს 1 ტერაბაიტამდე გაზრდის. ეს კი ჩვენთვის ამჟამად ხელმისაწვდომ სიჩქარეს 20- ჯერ აღემატება, 1 ტერაბაიტი ხომ საკუთარ თავში, არც მეტი არც ნაკლები, 1 ტრილიონ ბაიტს გულისხმობს.

2016 წელს კომპანია Cisco-მ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წელს მობილური ტრაფიკი გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 74%-ით გაიზარდა, 30 მილიონ ტერაბაიტს მიაღწია და ზრდას განაგრძობს. ასე რომ, უსადენო ქსელის გამტარუნარიანობის გაზრდა შორი პერსპექტივა სულაც არ არის.

2020 წლისთვის ევროპაში სუპერსწრაფი ინტერნეტი ჩაირთვება

რაისის უნივერსიტეტის პროფესორის, ედვარდ ნაიტლის განმარტებით, ტერაბაიტული ზღვარის გადალახვა, მომხმარებლის ხარისხიანი ტრაფიკით უზრუნველყოფის საშუალებას იძლევა, რაც თავის მხრივ, ბევრ მობილურ აპლიკაციას ხელმისაწვდომს გახდის. პროფესორის თქმით, მსგავსი მიღწევა ბევრ არსებულ საკომუნიკაციო პარადიგმას შეცვლის.

საბოლოო ჯამში, რადიოიმპულსური ტექნოლოგია რადიკალურად განსხვავდება დღეს არსებული ტექნოლოგიისგან, რომელიც 1 ტერაბაიტის ზღვარის გადალახვის საშუალებას არ იძლევა. მეცნიერთა თქმით, სწორედ ამ ნიშნულის გადალახვაა აუცილებელი მუდმივად მზარდი მოთხოვნის პირობებში, რათა ყველა მომხმარებელმა ხარისხიანი მომსახურება მიიღოს.