შეცდომები, რომლებსაც iPhone-ის დატენვისას ვუშვებთ | Allnews.Ge

შეცდომები, რომლებსაც iPhone-ის დატენვისას ვუშვებთ

თუ ტელეფონის ბატარეა 90%-ს ჩამოსცდა და თქვენ უკვე ნერვიულობთ, დროა მოეშვათ. სრულად დატენილი ბატარეის შენარჩუნება, მის გამძლეობაზე საერთოდ არ მეტყველებს. უფრო მეტიც, ქქსპერტების რჩევის თანახმად, საუკეთესო შემთხვევაში ტელეფონის ბატარეა დღის განმავლობაში 30-80%-ის ფარგლებში უნდა მერყეობდეს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ექნება მის ფუნქციონირებას მაქსიმალური ეფექტურობა.

ბატარეას ბოლომდე სვამთ

ლითიუმ-იონის ბატარეა არამდგრადი ხდება, როდესაც საკმარისი ენერგია აღარ აქვს. ამიტომ თავი უნდა აარიდოთ "ტელეფონი დასატენიას" გაფრთხილების ხშირად მიღებას. ყოველ ჯერზე, როდესაც ბატარეას ბოლომდე სვამთ ის ზიანდება. Apple-ის ექსპერტების განმარტებით, ტელეფონის ბატარეის ბოლომდე დასმა მხოლოდ ორ თვეში ერთხელ არის რეკომენდებული.

ტელეფონს გადახურებისგან არ იცავთ

გადახურების საკითხი დატენვასთან დაკავშირებულ პრობლემებეს არ უკავშირდება, თუმცა მაინც მნიშვნელოვანია. ალბათ შეგინიშნავთ რომ მზეზე დიდი ხნით დატოვების შემდეგ, თქვენი ტელეფონი გამაღიზიანებლად შენელებულად ფუნქციონირებს. ეს იმიტომ რომ iPhone კატეგორიულად არ უყვარს მაღალი ტემპერატურა და გადაჭარბებული სიცხისა და სიცივის პირობებში საკმაოდ რთულად მუშაობს. Apple-ის წარმომადგენელთა განმარტებით, iPhone-ის ისევე, როგორც iPad-ის, iPod-ისა და Apple Watche-ის შემთხვევაში კომფორტის ზონა 0-დან 35°C ფარგლებში მერყეობს.

საქმეების მოსაგვარებლად მიდიხართ და ტელეფონზე სატენზე ტოვებთ

მაშინ როდესაც საქმეებს აგვარებთ და ტელეფონი სატენზეა შეერთებული, არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი iphone-ის მიმზიდველი "ქეისი", ტელეფონის გადახურებას უწყობს ხელს, რაც დატენვისას ისედაც ლოგიკურია, ამიტომ ეცადეთ არ დაგავიწყდეთ მისი გამორთვა.

თქვენს ძველ ტელეფონს დატენვის გარეშე ინახავთ

თუ იმედი გაქვთ, რომ ახალი iphone 6S-ის ტუალეტში ჩაგდების შემთხვევაში, კვლავ ძველ მოწყობილობას დაუბრუნდებით, მაშინ ის გრილ ადგილას და თანაც ნახევრადდატენილ მდგომარეობაში უნდა შეინახოთ. Apple-ის ექსპერტების განმარტებით, როდესაც ტელეფონს სრულად დამჯდარ მდგომარეობაში ვინახავთ მომავალში იმის შანსი, რომ ის ენერგიიის მიღებას და ახლიდან მუშაობას შეძლებს ძალიან მცირეა, თუმცა მისი ბოლომდე დატენილ მდგომარეობაში გადადებაც არ მოუტანს თქვენს აპარატს სარგებელს.

უსადენო დამტენს ზედმეტად ხშირად იყენებთ

პორტატული დამტენი კარგი მიგნებაა, როდესაც გარეთ ხართ და სახლამდე მისასვლელად ტელეფონში ენერგიის დონის შენარჩუნება გსურთ. მაგრამ თქვენი ბატარეაც და პორტატული სატენიც დატენვის დროს ხურდება, რაც საბოლოო ჯამში, თქვენს ტელეფონს აზიანებს. გადახურებისგან თავის არიდების მიზნით, სცადეთ ისეთი პორტატული სატენის გამოყენება, რომელიც თქვენს მოწყობილობას არ უერთდება.

არასწორ სატენს იყენებთ

Apple-ისთვის განკუთვნილი სატენი შექმნილია ისე, რომ როდესაც ბატარეა 100%-ს აღწევს სატენი ენერგიის მიწოდებას წყვეტს. იმავეს თქმა სხვა USB კაბელებზე არ შეიძლება, შესაბამისად, მათ გადამეტებული ენერგიის მიწოდებით, თქვენი მოწყობილობის დაზიანება შეუძლიათ.

myquiz