ფაქტები კოსმოსზე, რომელიც სამყაროზე წარმოდგენას შეგიცვლით | Allnews.Ge

ფაქტები კოსმოსზე, რომელიც სამყაროზე წარმოდგენას შეგიცვლით

ჩვენი სახლი: მზის სისტემა

ეს მზის სისტემაა- ჩვენთვის ახლობელი ადგილი, რომელიც საკუთარ თავში ერთ ვარსკვლავს, რვა პლანეტას, ასტეროიდთა სარტყელს, მთვარეებს, კომეტებსა და მცირე ნარჩენებს აერთიანებს. National Geographic-ის ეს რუკა გვიჩვენებს, ამ სისტემის კვლევის მთელს ისტორიას, პირველ ნაბიჯებს მთვარეზე, ზონდებს ვენერაზე, მარსზე, ასტეროიდებსა და კომეტებზე. ორბიტალურ აპარატებს მზის, სატურნის, მერკურისა და იუპეტერის გარშემო.

მთვარე გამაოგნებლად შორსაა დედამიწისგან

სივრცის საერთო მასშტაბებთან შედარებით, მთვარე ჩვენთან ძალიან ახლოსაა. ჩვენი პლანეტისგან მას, სულ რაღაც, 384 472,3 კილომეტრი აშორებს. თუმცა, ჩვენს ყოველდღიურ გამოცდილებასთან შედარებით, სამყაროში არსებული ყველა ციური სხეული ჩვენგან ძალიან დიდი მაძილითაა დაშორებელი. დედამიწასა და მთვარეს შორის არსებულ სივრცეში, მზის სისტემის შვიდი პლანეტის ჩატევა შეიძლება, მათ შორის, სატურნის და იუპიტერის, რომლებიც დედამიწას 11-ჯერ აღემატებიან.

დედამიწის ატმოსფეროში 556 ასტეროიდი შემოვიდა

როდადრო დედამიწის ატმოსფეროს, მცირე კოსმოსური სხეულები კვეთს. აღნიშნული რუკა 556 მცირე ზომის ასტეროიდს გვიჩვენებს, რომელიც ატმოსფეროში უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში შემოვიდა. მათი უმეტესობა უვნებლად აალდა, თუმცა ერთი მათგანი 2013 წელს რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკის სიახლოვეს ჩამოვარდა და ზიანი მიაყენა, როგორც  ინფრასტრუქტურას, ასევე, ეპიცენტრის სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობასაც. უფრო მეტი ზარალის გამომწვევი ასტეროიდის ჩამოვარდნის შესაძლებლობა მინიმალურია, თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ და პრევენციისთვის საკმარის ზომებს არ მივმართავთ.

კოსმოსური ნაგვის 300 ათასი ნაწილაკი

ათწლეულების განმავლობაში, კომუნიკაციისა და თავდაცვის სფეროში კოსმოსის გამოყენებამ მისი საგრძნობი დაბინძურება გამოიწვია. არსებული ანგარიშის მიხედვით, ამ დროისთვის კოსმოსური ნაგვის 300 ათასი ნაწილაკია აღრიცხული. ზოგიერთი მათგანი მწყობრიდან გამოსული სატელიტია, თუმცა უმეტესი წილი მაინც ნამსხვრევებსა და მეტალზე მოდის, რომელიც უკვე გამოყენებული რაკეტის თვითლიკვიდაციის შემდეგ რჩება. ექსპერტები შიშობენ რომ კოსმოსური ნაგვის ზრდა ზოგიერთი ორბიტის გამოყენებას რთულს, რიგ შემთხვევაში კი შეუძლებელს გახდის.

ნებისმიერ ვარსკვლავს სინათლის რამდენიმე წელიწადი გვაშორებს

იმის გამო, რომ ღამით ბევრ ვარსკვლავს ვხედავთ ადვილად წარმოვიდგენთ, რომ მზის სისტემა სხვა სისტემების ახლოს მდებარეობს, ზუსტად ისე, როგორც სახლები ან ქუჩები ჩვენს ყოველდღიურობაში, მაგრამ კვლეებმა აჩვენა, რომ მზის სისტემა, ისევე, როგორც დანარჩენები, მარტოა, როგორც ერთ სახლი მთელს ქალაქში.

პირველი ფოტო, რომელიც კოსმოსიდან გადაიღეს

 

კოსმოსური ეპოქის საწყისად 1957 წლის 4 ოქტომბერი მიიჩნევა, როდესაც საბჭოთა კავშირმა დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა. თუმცა, მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ის სინამდვილეში მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, კოსმოსში გერმანული ბალისტიკური რაკეტის ფაუ-2-ის გაგზავნით დაიწყო, აღნიშნული რაკეტა ადამიანის მიერ შექმნილ პირველ სხეულად ითვლება, რომელიც კოსმოსში გავიდა. ამის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში რაკეტათმშენებლობის პროგრამა დაიწყო, რა დროსაც, კონსტრუქტორებმა ერთ-ერთ მათგანს კამერა მიამაგრეს. რაკეტა ოპერაციის დასრულების შემდეგ, დედამიწასთან შეჯახების შედეგად განადგურდა, თუმცა ვიდეოფირი შენარჩუნდა.

კოსმოსში 38 ქევყნის მოქალაქეა ნამყოფი

მხოლოდ სამ ქვეყანას შეუძლია კოსმოსში ადამიანის გაშვების უზრუნველყოფა - ამერიკის შეერთებულ შტატებს, საბჭოთა კავშირს/რუსეთსა და ჩინეთს, თუმცა კოსმოსში 38 ქვეყნის მოქალაქეა ნამყოფი. რაც აშშ-ისა და რუსეთის მისიების წყალობით ხდება, რომელებიც სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებით კომპლექტდება.

მთვარეზე არსებული მთები ევერესტის სიმაღლეს აჭარბებს

მთვარის შედარებით მცირე ზომის მიუხედავად, მას მართლაც გიგანტური სილუეტები აქვს - მათ შორის მთები, რომლებიც ევერესტზე მაღალია და ღრმულები, რომლებიც მარიანას ღარზე ბევრად ღრმაა. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არის მთვარის ზედაპირი ასეთი არათანაბარი, გამდინარე წყლის არარსებობაა, რომელიც დედამიწაზე ბევრ ზედაპირს ათანაბრებს. ამიტომ, მთვარეზე არსებული ნებისმიერი ნაკვლევი დიდი ხნის განმავლობაში უცვლელად ნარჩუნდება, მათ შორისა, 70-იან წლებში გაგზავნილი ასრონავტების მიერ დატოვებული ფეხის ნაკვალევიც.

მარსის ტრანსფორმირებას თუ შევძლებთ

მარსის ტრანსფორმაციის იდეა უკვე დიდი ხანია არსებობს - რაც ატმოსფეროსა და კლიმატის შეცვლას გულისხმობს, რათა ადამიანის ცხოვრებისთვის შესაბამისი გარემო შეიქმნას. ამ დროისთვის, აღნიშნული მიზნის მიღწევის არანაირი რეალური საშუალება არ გვაქვს. თუმცა, მეცნიერები ყველა შესაძლო გზას განიხილავენ - მათ შორის, წყალბადისა და ამონიუმის იმპორტირებასაც კი. ფოტოზე ნაჩვენებია, პროექტის საფეხურები და საბოლოო შედეგი.

პლუტონი მზის სისტემის უკანასკნელი წერტილი არ არის

ბევრ ჩვენგანს ცივი, პატარა პლუტონი მზის სისტემის უკიდურესი წერტილი ჰგონია. თუმცა ეს სინამდვილისგან შორსაა. პლუტონის მიღმა კოიპერის სარტყელი და ორტის ღრუბელი მდებარეობს: კოსმოსის შორეული, ნაკლებად შესწავლილი რეგიონი, რომელიც მილიონობით კომეტასა და ყინულოვან კლდეებს შეიცავს.

ჩვენი ადგილი სამყაროში

კოსმოსის გაგონებისას, ვფიქრობთ, რომ ამ აბსტრაქტულ ობიექტს ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ახლაც კოსმოსში ვართ და გამუდმებით მბრუნავ პლანეტაზე ვცხოვრობთ, რომელიც მზის გარშემო ტრიალებს და ვარსკვლავებითაა გარშემორტყმული. მზე არ ამოდის და ჩადის, ვარსკვლავები არ მოძრაობენ, თქვენს ფეხებქვეშ არსებული მიწა ამ წამსაც ბრუნავს.

myquiz