ადამიანის სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა შესაძლოა, 115 წელს შეადგენდეს | Allnews.Ge

ადამიანის სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა შესაძლოა, 115 წელს შეადგენდეს

ადამიანის სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა, შესაძლოა, 115 წლით შემოიფარგლოს. ამის შესახებ ამერიკელი მეცნიერები საუბრობენ.

სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობის დასადგენად ჩატარებული კვლევების შედეგები ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერთა მოსაზრებით, ზოგიერთ შემთხვევაში, სიცოცხლის ხანგრძლივობამ, შესაძლოა, 115 წელს გადააჭარბოს კიდეც, თუმცა 125 წლის ადამიანის პოვნის შანსი უკიდურესად მცირეა.

კვლევის შედეგებს მეცნიერთა ნაწილი კრიტიკულად შეხვდა და განაცხადა, რომ ეს სამეცნიერო კვლევის საშინელი პაროდიაა.

XIX საუკუნის შემდეგ ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მუდმივად იზრდება.

ამის მთავარი მიზეზი ვაქცინების გამოყენება, მშობიარობისა და სხვა გადაუდებელი ოპერაციების პირობებში, სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესება, კიბოსთან ბრძოლის პროცესში მიღწეული წარმატება და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განკურნების პერსპექტივაა.

თუმცა, მეცნიერები სულ უფრო ხშირად სვამენ კითხვას, შეუძლია თუ არა სამედიცინო გარღვევებს სიცოცხლის ხანგრძლივობის მეტად გაზრდა.

ნიუ-იორკის მკვლევარებმა, საფრანგეთში, იაპონიაში, გაერთიანებულ სამეფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში სიკვდილიანობის ზოგადი და 110 წელს გადაცილებული ადამიანების სიკვდილიანობის ბაზა გაანალიზეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში სიცოცხლის ხანგრძლივობის მაქსიმალური მაჩვენებელი არ შეცვლილა და მით უმეტეს უკეთესობისკენ.

ალბერტ აინშტაინის სახელობის სამედიცინო კოლეჯის პროფესორის, იან ფეიგის განმარტებით, მეცნიერებმა პირველად შეძლეს სიცოცხლის მაქსიმალურ ზღვარის დანახვა და იგი 115 წელს არ აჭარბებს.

თუმცა, ისტორიამ იშვიათი გამონაკლისებიც შემოგვინახა. მაგალითად, ჟანა კალმანი ეიფელის კოშკის აღმართვამდე დაიბადა და ვან გოგს ხვდებოდა, თუმცა, 1997 წელს, 122 წლის ასაკში გარდაიცვალა.

myquiz