"სამსუნგმა" Galaxy Note 7-ის გაყიდვები შეაჩერა | Allnews.Ge

"სამსუნგმა" Galaxy Note 7-ის გაყიდვები შეაჩერა

სამხრეთკორეული კომპანია "სამსუნგი" დროებით აჩერებს Galaxy Note 7-ის გაყიდვებს.

"ბიბისის" ინფორმაციით, კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაირკვა, რომ შეცვლილ ბატარეებს კვლავ ხარვეზი აქვს.

თავის მხრივ, Galaxy Note 7-ის გაყიდვები შეაჩერა ამერიკულმა მსხვილმა რითეილერმა T-Mobile-მა მას შემდეგ, რაც თვითმფრინავის ბორტზე ერთ-ერთ მგზავრის სმარტფონი აალდა.

Samsung-ის სარეცხი მანქანების აფეთქების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა

გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, დღეს დილით აზიის ბირჟაზე "სამსუნგის" აქციები 1,5%-ით შემცირდა.

სმარტფონ Galaxy Note 7-ის ბატარეასთან დაკავშირებული ხარვეზის შესახებ ცნობილი სექტემბერში გახდა. 10 სექტემბერს აშშ-ის მთავრობასთან არსებული, სამომხმარებლო საქონლის უსაფთხოების კომისიამ მოუწოდა მომხმარებლებს, აღნიშნული სმარტფონების გამოყენებაზე უარი თქვან, რადგან მოწყობილობა აღჭურვილია თვითაალებადი ბატარეით.

Samsung Galaxy Note 7-ის ახალი ვერსია თვითმფრინავში აალდა

11 სექტემბერს "სამსუნგმა" მომხმარებლებს Galaxy Note 7-ის ჩაბარებისკენ მოუწოდა.

თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Samsung Galaxy Note 7-ის მფლობელები გააფრთხილა, ბორტზე ცეცხლის გაჩენის პრევენციის მიზნით, ფრენის დროს ტელეფონები გამორთონ.

 

BPN.GE

myquiz